სიახლეები

2022.08.10

სახელმწიფო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კორუფციის ნიშნებზე

2022 წლის 6 აგვისტოს გავრცელდა სტუდია „მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტი „სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე".

ვრცლად
2022.07.21

სამოქალაქო საზოგადოების წერილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.

ვრცლად
2022.07.20

პრეზიდენტის მოწვევის საფუძველზე პარლამენტმა სასესიო რეჟიმში უნდა იმუშაოს

2022 წლის 18 ივლისიდან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სესია, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ ხერხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნორმათა მანიპულაციური განმარტების გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აქტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ძალაშია და პარლამენტმა სასესიო რეჟიმში უნდა იმუშაოს.

ვრცლად
2022.07.12

ხელმომწერი ორგანიზაციები ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში

მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს.

ვრცლად
2022.07.03

12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ვრცლად
2022.07.01

ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს

დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გარდამტეხ ფაზაშია შესული. საქართველოსთვის გაიხსნა ფანჯარა, რომელიც გვაძლევს ევროპასთან დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობას; ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმს მიაღწია. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა, შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის არ დახურულა. ევროპულმა კომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 6 თვის შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კვლავ დადგება ევროკავშირის დღის წესრიგში.

ვრცლად
2022.06.29

ქვიზი: რას გვთავაზობს ევროკავშირი?

2022 წლის 4 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ვნახოთ, რა შემთხვევაში შეგვიძლია დადებითი პასუხის მიღება.

ვრცლად
2022.06.27

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაეფექტიანად საქმიანობისა და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების პრაქტიკას ეხმაურება. კერძოდ, ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

ვრცლად
2022.06.22

პარლამენტი ბათუმში უკონტროლო მშენებლობისთვის საკანონმდებლო ნიადაგს ქმნის

საქართველოს პარლამენტში განიხილება მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შედის სამშენებლო კოდექსში. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის (ე.წ. კ-2) კოეფიციენტის მაქსიმალურ ოდენობას საკრებულოს ნაცვლად ქალაქის მერი განსაზღვრავს.

ვრცლად
2022.06.20

ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ამოეწურა სასამართლოს თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა. კანონით, სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.

ვრცლად