დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი არის სამართლის გამოცდილი პროფესიონალების (ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი ადვოკატები, სამართლის მეცნიერები) გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად გასწევენ ძალისხმევას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება მხოლოდ რადიკალური რეფორმებით არის შესაძლებელი, რასაც წინ უნდა უძღოდეს სასამართლოში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შეფასება. ასევე აუცილებელია სასამართლო სისტემაზე მუდმივი დაკვირვება, მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმირება სასამართლოში მიმდინარე პროცესების, ასევე გამოსავლის შესაძლო გზების თაობაზე. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები:
1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
5. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
6. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
7. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
8. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
9. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
10. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
11. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
12. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
13. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
14. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
15. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
16. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
17. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
18. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
19. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
20. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).