დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი მართავს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რათა პარლამენტი გახდეს ხალხის ინტერესების რეალურად გამომხატველი და საპარლამენტო დემოკრატიამ ეფექტიანად იფუნქციონიროს. 

 

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების გარეშე არ არსებობს დემოკრატია. ორგანიზაცია ხელს უწყობს სასამართლოს და პროკურატურის ინსტიტუციურ რეფორმას, ხარისხიანი და დროული სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით.  

 

კორუფცია პატიოსანი სახელმწიფო მმართველობის მთავარი მტერია, რომელიც ხალხის გაღარიბებას იწვევს. ორგანიზაცია მუშაობს მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოვლენის, კორუფციული დანაშაულების დაუსჯელობაზე რეაგირების, ძლიერი ანტიკორუფციული ინსტიტუტების შექმნის ხელშეწყობისთვის. 

 

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში სტაბილურად ძალიან მაღალია. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობაში.