სიახლეები

2022.06.12

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა.

ვრცლად
2022.06.10

ხელისუფლება არასწორად წარმოაჩენს პარლამენტის როლს ევროინტეგრაციის პროცესში

პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროპული მისწრაფების დემონსტრირებისთვის და ამით აჩვენოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის რეალიზების მტკიცე პოლიტიკური ნება.

ვრცლად
2022.05.30

„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“

30 მაისს, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს,“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ და „სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე.“

ვრცლად
2022.05.25

პარლამენტში ოთხი მინისტრის ერთ დღეს მოსმენა არაეფექტურს გახდის ინტერპელაციის პროცედურას და დააზიანებს დებატებს

ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ერთ დღეს სამ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, შემჭიდროვებულ ვადებში მოუსმენს, რაც ამცირებს მათთვის შეკითხვების დასმისა და დებატებისთვის განკუთვნილ დროს. ინტერპელაცია ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე მძლავრი პოლიტიკური მექანიზმია და პროცედურული ბარიერებით მისი გამოყენების შეზღუდვა არ უზრუნველყოფს საკონტროლო მექანიზმის ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას.

ვრცლად
2022.05.20

ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს სისტემის პოლიტიზირებას

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, შეიცავს პოლიციელთა, სუს-ის თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათა დარღვევისა და ძალოვანი უწყებების პოლიტიზირების რისკებს.

ვრცლად
2022.05.02

ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროების შესახებ

მიმართვა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

ვრცლად
2022.04.16

2022 წლის 15 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესასწავლად, ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარი გაასაჯაროვა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დადებითად ვაფასებთ ხელისუფლების ამ ნაბიჯს და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეხმარება პროცესი გახდეს ღია, გამჭვრივალე და ინკლუზიური. აქვე გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლება ასევე გაასაჯაროებს საქართველოს სახელით ევროკომისიაში კითხვარის მიხედვით წარდგენილ პასუხებსაც.

ვრცლად
2022.04.13

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროვებას ითხოვენ

2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა სთხოვეს. 11 აპრილს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეფასების კითხვარი გადასცა, რომლის საფუძლვეზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

ვრცლად
2022.04.13

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა მიმართულია ოპოზიციის დასუსტებისკენ

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციური დავის ფარგლებში შესაძლოა კონკრეტული უმოქმედობის გასაჩივრება. დამატებით, ოპოზიციის წევრი დეპუტატები ვეღარ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის ნების გარეშე.

ვრცლად
2022.04.07

ვინ არიან საკანონმდებლო ინიციატივების ავტორები?

წინა ქვიზიდან უკვე იცით, რა ფუნქციები აქვთ პარლამენტში არსებულ ფრაქციებსა და კომიტეტებს. დროა ერთად შევამოწმოთ, გვახსოვს თუ არა ვინ არიან საკანონმდებლო ინიციატივების ავტორები.

ვრცლად