ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული, კანონის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, როგორც მონიტორინგის, ისე სახელმწიფოსთვის გამოწვევების დაძლევის გზების შეთავაზებით, მათი რეალური განხორციელების საქმეში თანამშრომლობით.
დემოკრატიული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, აქტიური, თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობის განვითარებას.
კარგი საჯარო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას.
საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
ჩვენი მიზანია, გამოვააშკარაოთ და დავძლიოთ უკანონობის და უსამართლობის შემთხვევები და მივაღწიოთ სისტემურ ცვლილებებს.
ჩვენ ვისწრაფვით, ქვეყანაში სიღარიბის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრის ხელშესაწყობად, სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის მისაღწევად.
ჩვენ გვჯერა:
დემოკრატიული მართვის პრინციპებისადმი ერთგულება და დემოკრატიული ღირებულებები, როგორც ადამიანის და საზოგადოების კულტურული ფასეულობა, არის მათი მშვიდობიანი განვითარების გარანტია.
სახელმწიფოს მოპყრობა და გადაწყვეტილებები ადამიანის მიმართ უნდა იყოს არა მხოლოდ კანონიერი და სამართლიანი, არამედ ჰუმანურიც.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინდივიდის თავისუფლება არის მისი პასუხისმგებლობა და ვმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით.
ჩვენ გვსურს, ადამიანის ღირსების და ადამიანთა შორის თანასწორობის დაცვა, როგორც ადამიანის უფლებების ფუნდამენტი, აისახოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.