სიახლეები

2022.10.24

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო შეამცირებს და უკან დახევს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე

2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩნევს რომ სასამართლო ხელისუფლების ეს მოქმედება გარდა იმისა, რომ შეამცირებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

ვრცლად
2022.10.15

ეკატერინე ციმაკურიძის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის მინიჭებული ქულები და განმარტებები

"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკატერინე ციმაკურიძემ, სახალხო დამცველობის მსურველი კანდიდატების შემფასებელი კომისიის ფარგლებში, კანდიდატებისათვის მინიჭებული ქულები და განმარტებები პარლამენტს წარუდგინა.

ვრცლად
2022.09.22

სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ.

ვრცლად
2022.09.08

საპარლამენტო ოპოზიცია, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების წარმომადგენლობით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

გასული წლის დეკემბერში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. განხორციელებული ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს ინდივიდუალურ მოსამართლეთა შესავიწროებლად.

ვრცლად
2022.08.29

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლე ნინო ბაქაქურის წინააღმდეგ კამპანიას ეხმაურება და რეალური რეფორმების გატარებას მოითხოვს

ბოლო დროს, სასამართლოში გაბატონებული კლანი და მოქმედი ხელისუფლება აწარმოებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის კამპანიაში ასევე ჩართული არიან ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები, პროსახელისუფლებო მედია და ექსპერტები.

ვრცლად
2022.08.25

“ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს

„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.

ვრცლად
2022.08.24

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობით

ევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნქტი ავალდებულებს ხელისუფლებას, რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში, ყველა დონეზე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. მონაწილეობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა, მით უფრო ვიწრო პარტიული შეფასებების თუ პარტიის წევრთა გემოვნების საბაბით, აღიქმება ამ პირობის დარღვევად.

ვრცლად
2022.08.17

NGO-ᲔᲑᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲡᲐᲬᲧᲝᲑᲐᲓ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲓᲔᲑᲘᲐᲜ

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესს.

ვრცლად
2022.08.16

დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის

ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ.

ვრცლად
2022.08.15

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა სასამართლო რეფორმებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში პრობლემების და რეკომენდაციების დოკუმენტები წარადგინა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და რეკომენდაციები წარუდგინა.

ვრცლად