
პარლამენტში ოთხი მინისტრის ერთ დღეს მოსმენა არაეფექტურს გახდის ინტერპელაციის პროცედურას და დააზიანებს დებატებს
ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ერთ დღეს სამ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, შემჭიდროვებულ ვადებში მოუსმენს, რაც ამცირებს მათთვის შეკითხვების დასმისა და დებატებისთვის განკუთვნილ დროს. ინტერპელაცია ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე მძლავრი პოლიტიკური მექანიზმია და პროცედურული ბარიერებით მისი გამოყენების შეზღუდვა არ უზრუნველყოფს საკონტროლო მექანიზმის ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას.