
NGO-ᲔᲑᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲡᲐᲬᲧᲝᲑᲐᲓ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲓᲔᲑᲘᲐᲜ
ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესს.