„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტსა და მის წევრებს მიმართა სამართლებრივი მოსაზრებით და მოუწოდა უარი თქვას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე.
ამ დრომდე, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოიფარგლება ორი დახურული შეხვედრის გამართვით საპარლამენტო ფორმატში. საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება ან გამოხმაურება პარლამენტის მიერ არ ყოფილა მიღებული.
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე“ (07-3/149/10).
საპარლამენტო უმრავლესობის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ძირს უთხრის ყველა იმ რეფორმასა და წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა.
საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ერთპარტიულად გეგმავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის არჩევას, რომლის უფლებამოსილების ვადა თებერვალში იწურება.
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლება უპირველესია იმ ღირებულებათაგან, რომელთა დაცვაზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
პარლამენტის წევრების ირაკლი ზარქუასა და ირაკლი (დაჩი) ბერაიას 2021 წლის 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე წარდგენილი ინიციატივა გულისხმობდა ცვლილების შეტანას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომლითაც ლატარიების ორგანიზატორ კომპანიას უმცირდებოდა გადასახადი 20%-ით.
ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს. წერილში აღწერილია პარლამენტის მიერ 2021 წლის ივლისსა და 2021 წლის ნოემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად ჩატარებულ პროცესზე დაკვირვებისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემები.