
ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲘᲡ ᲐᲣᲠᲩᲔᲕᲚᲝᲑᲐ ᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲡ – NGO-ᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა.
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) მუშაობა დიდწილად განსაზღვრავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკასა და მთავრობის მიერ აღნიშნული პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას. გამოიკვეთა, რომ კომიტეტი თავისი საქმიანობით სათანადო გავლენას ვერ ახდენს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნქტი ავალდებულებს ხელისუფლებას, რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში, ყველა დონეზე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. მონაწილეობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა, მით უფრო ვიწრო პარტიული შეფასებების თუ პარტიის წევრთა გემოვნების საბაბით, აღიქმება ამ პირობის დარღვევად.
2022 წლის 18 ივლისიდან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სესია, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ ხერხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნორმათა მანიპულაციური განმარტების გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აქტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ძალაშია და პარლამენტმა სასესიო რეჟიმში უნდა იმუშაოს.
მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტში განიხილება მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შედის სამშენებლო კოდექსში. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის (ე.წ. კ-2) კოეფიციენტის მაქსიმალურ ოდენობას საკრებულოს ნაცვლად ქალაქის მერი განსაზღვრავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ერთ დღეს სამ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, შემჭიდროვებულ ვადებში მოუსმენს, რაც ამცირებს მათთვის შეკითხვების დასმისა და დებატებისთვის განკუთვნილ დროს. ინტერპელაცია ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე მძლავრი პოლიტიკური მექანიზმია და პროცედურული ბარიერებით მისი გამოყენების შეზღუდვა არ უზრუნველყოფს საკონტროლო მექანიზმის ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას.
სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, შეიცავს პოლიციელთა, სუს-ის თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათა დარღვევისა და ძალოვანი უწყებების პოლიტიზირების რისკებს.
საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციური დავის ფარგლებში შესაძლოა კონკრეტული უმოქმედობის გასაჩივრება. დამატებით, ოპოზიციის წევრი დეპუტატები ვეღარ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის ნების გარეშე.
საქართველოს პარლამენტმა 30 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ). კანონპროექტით დაუსაბუთებელია ახალ სსიპ-ში დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდის საჭიროება. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს არაკონსტიტუციურ დებულებებს და მის შედგენაში არ ყოფილან ჩართულნი მუნიციპალიტეტები.