2023.06.15
უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“
15 ივნისს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამოქალაქო იდეა“, „ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი “ და "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია- „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დიალოგისა და დისკუსიის სივრცის უზრუნველყოფა, საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ:
წლის ბოლომდე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე;
ივლისში დაგეგმილი, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკური პარტიების და საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა - თინათინ ხიდაშელმა, ხოლო კონფერენცია გახსნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - პაველ ჰერჩინსკიმ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა 2 პანელური დისკუსია:
1. საქართველოს გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე - არის თუ არა გატარებული რეფორმები საკმარისი?
პანელის მომხსენებლები:
მარკოს გრანადოს გომესი - საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა 2023 წლის 1 ივლისიდან - 31 დეკემბრამდე.
დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2012 – 2016 წწ);
თამარ ხულორდავა -საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016 – 2019 წწ);
სერგი კაპანაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016 - 2020);
ვანო ჩხიკვაძე - ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.
მოდერატორი - თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი.
2. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტიდან ვილნიუსში?
პანელის მომხსენებლები:
ანდრიუს კალინდრა - ლიეტუვას ელჩი საქართველოში;
რიინა კალიურანდი - ესტონეთის ელჩი საქართველოში; თეონა აქუბარდია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ლევან დოლიძე - საქართველოს ელჩი ნატოში (2013-2014).
მოდერატორი - ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო, თავმჯდომარე.