დეპუტატის ენზელ მკოიანის მონაწილეობით ახალქალაქში მომხდარი სროლის ფაქტი ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული
26 მარტს პარლამენტის წევრმა ენზელ მკოიანმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს ახალქალაქში ენზელ მკოიანს და პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს სამველ პეტროსიანს შორის კონფლიქტის ნაწილს.