მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობა ნიკანორ მელიას, პარლამენტის წევრის მიმართ დაპატიმრების შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე.
აქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის რისკებს.
პარლამენტში უკვე ტენდენციად მკვიდრდება, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დახურულ სამუშაო რეჟიმში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებთან. საპარლამენტო უმრავლესობა მსგავსი პრაქტიკით თავს არიდებს საჯარო განხილვების შედეგად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს ის ხარვეზები და გამოწვევები, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გააჩნია.
ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში შესულია და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხოლოდ 4 პარლამენტის წევრი. 2021 წლის 5 იანვრის რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა ცნო „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილმიფიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება. საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძეც.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა გამოიყენონ სამთავრობო კონტროლის მათ ხელთ არსებული ფუნქცია და დაუყოვნებლივ შეისწავლონ კორონა ვირუსთან ბრძოლის პროცესი პენიტენციურ სისტემაში.
პოლიტიკური ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, მეათე მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით.
საქართველოს პარლამენტში დაწყებულია მთავრობის ფორმირების პროცესი, რაც მოიცავს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის მოსმენასა და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.
პანდემია არ უნდა გახდეს პარლამენტის მიერ კანონშემოქმედების და მთავრობაზე კონტროლის ფუნქციების განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზი. პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს თავისი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქცია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნით მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ყოველ წელს, თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის უფლება უპირველესია იმ ღირებულებათაგან, რომელთა დაცვაზეც პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო.