gil

 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი არის სამართლის გამოცდილი პროფესიონალების (ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი ადვოკატები, სამართლის მეცნიერები) გაერთიანება, რომლებიც  ერთობლივად გასწევენ ძალისხმევას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

 

logo

 

სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელი აერთიანებს 18 ქვეყნის 50-ზე მეტ პროფესიონალს. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების ორგანიზების გზით ქსელი ხელს უწყობს უფრო ინფორმირებული, კარგად დასაბუთებული მართლმსაჯულების სარეფორმო წინადადებების შეთავაზებას გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, რომელიც გაითვალისწინებს უცხო ქვეყნების მნიშვნელოვან გამოცდილებებს. ქსელი ახორციელებს ადვოკატირებას მართლმსაჯულების სფეროში უნივერსალური და რეგიონალური სტანდარტების დამდგენ ევროპულ და სხვა დასავლურ ორგანიზაციებთან.

იხილეთ წევრები.

 

logo

 

2022 წლიდან ორგანიზაცია გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი, რომელიც ევროპის კომისიის ინიციატივით შექმნილი 6 ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ დონეზე მაკოორდინირებელი პლატფორმაა. საქართველოში პლატფორმა აერთიანებს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორასზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

 

 

w4w

 

“ქალები მომავლისთვის” ბიზნესასოციაციაა, რომელიც საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს ძლიერ, წარმატებულ ქალებს სხვადასხვა სფეროდან. ასოციაციის მისიაა  ქალთა გაძლიერება, მათი როლის წინ წამოწევა და ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში.