ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2001

 

სამუშაო გამოცდილება
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2018 - 2020
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2013 - 2018
  • სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. თავმჯდომარე, 2012 - 2013
  • სპს "საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე". ადვოკატი, პარტნიორი, 2010 - 2012
  • კს "სვანიძე და პარტნიორები". ადვოკატი, პარტნიორი, 2003 - 2010
  • შპს "საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე". ადვოკატი, 1999 - 2003

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 02.07.2021-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 23.12.2020


დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 18.10.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 20.07.2021-დან
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

 

29.03.2022 - მიხეილ სარჯველაძემ მოუწოდა ოპოზიციას ჩაიხედონ პარლამენტის დღის წესრიგში და ნახავენ რა საკითხები განიხილება. დეპუტატის თქმით, ხელისუფლება რეალურ საქმეებს აკეთებს და ამაში ჩართული ოპოზიცია არ არის

15.03.2022 - მიხეილ სარჯველაძემ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნა, რომ ჰააგაში გამარჯვებები ხელისუფლების დამსახურებაა

16.11.2021 - დეპუტატი გამოეხმაურა სააკაშვილის პატიმრობას და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ექს-პრეზიდენტის მიმართ მოქმედებს სამართლიანად

19.10.2021 - დეპუტატმა მიუთითა, რომ ფარული მიყურადების შემთვევები თუ შეფასდება უკანონოდ, მათ მიმართ უნდა იყოს მკაცრი რეაქცია

08.06.2021 - მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა რეზო გაბრიაძის გარდაცვალების ფაქტს და მისი ნაწარმოებიდან პარალელი გაავლო ნაციონალური მოძრაობის ქმედებებთან. აღნიშნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

მიხეილ სარჯველაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირბადის ტარების წესის შესახებ

მიხეილ სარჯველაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

მიხეილ სარჯველაძე - მინისტრის საათი

მიხეილ სარჯველაძე ამისტიის შესახებ

მიხეილ სარჯველაძე; ნარკომპოლიტიკასთან დაკავშრებული კანონპროექტის შესახებ

მიხეილ სარჯველაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

მიხეილ სარჯველაძე - პლენარული სხდომა 24-12-2020

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსტრადაციის საკითხებში თანამშრომლობის წესში ცვლილებებს.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 04.02.2021. N07-3/27/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ტრეფიკინგის მსხვერპლმა და დაზარალებულმა თანაბრად ისარგებლონ სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებით.

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 03.02.2021. N07-3/22/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების წესის გამარტივებას.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 03.02.2021. N07-3/21/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადასთან, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებასთან და უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 04.02.2021. N07-3/25/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს „ელექტრონული დოკუმენტის" ცნების შემოღებას

„სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 04.02.2021. N07-3/28/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადებას.

„ამნისტიის შესახებ" 16.12.2021. N07/3/3/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 04.02.2021. N07-3/26/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესში ცვლილებებსა და დაცვის გარანტიების გაძლიერებას.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 06.04.2022. N07-3/190/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ფარგლების გაფართოებას, პოლიციელის, სუს-ისა და სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაყვანის წესში ცვლილებასა და სანქციების გაზრდას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 06.04.2022. N07-3/189/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის" დამტკიცების შესახებ" N07-3/181/10. 22.03.2022.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში.

„იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრების წესში ცვლილებებს, კერძოდ: ღიაობას, კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპების მკაფიოდ დაფიქსირებას.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი" 24.03.2021, N07-3/41/10

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 13.10.2021. N07-3/112/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებებსა და ინტიმური პარტნიორის ცნების შემოღებას.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 23.02.2022. N07-3/172/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 13.09.2021, N07-3/107/10

____________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ტექნიკურ ცვლილებას „შრომის კოდექსში".

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 31.08.2021, N07-3/105/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გარკვეული სისხლის სამართლის საქმეების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას.

„ამნისტიის შესახებ" 22.12.2021. 07-3/151/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური გვარის მინიჭების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე.

„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ" 02.11.2021. N07-3/114/10.

___________________________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 29.09.2021. N07-3/110/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 22.09.2021. N07-3/109/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდებოდეს დაწესებულების ხარჯით. ასევე, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლოს მათ ცხელ ხაზზე დაკავშირება.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 16.06.2021. N07-3/79/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს, ნივთის დაბალ ფასად გაყიდვის რისკის შემცირებას. კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საზიარო უფლების გაუქმების 2 დამატებითი საშუალება, რაც შეამცირებს საზიარო საგნის იძულებითი გაყიდვების რაოდენობას.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/75/10.

____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე.

„აღსრულების კოდექსი," საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

_____________________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ," 27.01.2021. N07-3/17/10

_____________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 09.02.2021. N07-3/29/10

______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ზუსტად განისაზღვროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგიერთი სახეობისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 18.01.2021. N 7-3/14/10

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

მიხეილ სარჯველაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

__________________________

მიხეილ სარჯველაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

მიხეილ სარჯველაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

___________________________

მიხეილ სარჯველაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი" 24.03.2021, N07-3/41/10.

 

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პატიმარი განთავისუფლდა 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულებით. მოსთხოვა მთავრობის ადმინისტრაციას წარმოადგინოს რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს დამტკიცებული შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების შესახებ სტატისტიკური და სხვა ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის 23 ივნისიდან დღემდე იზოლაციის ან/და კარანტინის, აგრეთვე, პირბადის ტარების წესების დარღვევის საფუძვლით სხვადასხვა უწყების მიერ ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა გენპროკურორს წარმოადგინოს ანგარიში თუ რამდენად ხშირად იყენებენ არასრულწლოვანი მოწმეები უფასო იურიდიულ დახმარებას.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრა კოვიდრეგულაციების დარღვევის ფაქტზე შრომის ინსპექციის მიერ სანქცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც სასწავლო გეგმებში ადამიანის ძირითადი უფლებები აქვთ შეტანილი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა მედიაციის საშუალო ფასითა და მისი განსაზღვრის ფაქტორებით. აგრეთვე, თუ არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული მედიაციის საქმეები.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020 წლის 22 მაისამდე და შემდეგ პერიოდში სასამართლო დარბაზში ჩატარებული სხდომების რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020 წლის 22 მაისამდე და შემდეგ პერიოდში ელექტრონულად ჩატარებული სხდომების რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ექსპერტების რაოდენობით, მათი კვალიფიკაციით, ტერიტორიულ ერთეულებში მათი გადანაწილებითა და ექსპერტიზების ჩატარების ვადით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი საჯარო დაწესებულება არსებობს საქართველოში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პირბადის ტარების მაჩვენებლის დათვლის მეთოდოლოგიით და შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შრომის პირობების დარღვევის ფაქტებზე რამდენად არსებობს მავნე შედეგის ნებაყოფლობით აღმოფხვრის პრაქტიკა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შსს-ს მიერ 2015-2020 წლებში გაცემული სააღსრულებლო ფურცელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად მართალია საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათი აღსრულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა მსჯავრდებულების მიერ პირობითი მსჯავრის დარღვევის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2021 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შრომითი და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული დავების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი სკოლა ფინანსდება საჯარო სახსრებით საქართველოში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბრალდებული/მსჯავრდებული პირების მიერ უმაღლესი განათლების მიღებისა და მათი დაფინანსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა საქმიანობას ახორციელებს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის ჩატარების ვადებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა გაუგზავნა სოციალური მუშაობის დანერგვის შესახებ კითხვარი მუნიციპალიტეტებს.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს ანგარიში მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის- ჯანმრთელობისა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ფორმით და რა მოცულობით ისწავლება ადამიანის ძირითადი უფლებები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გადახდისუუნარობის საქმეებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2022 წლებში შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა არასრულწლოვანთა მიერ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2019-2020 წლებში პატიმრების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2022 წლებში უფასო იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა სტატისტიკით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2022 წლებში ოჯახში ძალადობის შედეგად რამდენი პირი იქნა ცნობილი დაზარალებულად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენ პატიმარს უმთავრდება სასჯელის მოხდა 2022 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ტიპის ხელშეკრულებებით იყვნენ დასაქმებულები ის პირები, რომლებსაც 2017-2021 წლებში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო შეუწყდათ სახელმწიფო პენსია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012-2021 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხებთან დაკავშირებული დავების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პირია დასაქმებული საჯარო სექტორში, რომელთაც საპენსიო ასაკს აქვთ მიღწეული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დახმარებების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის დაეკისრებული ადმინისტრაციული სახდელების სტატისტიკის შესახებ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საზიარო უფლებების გაუქმების საქმეებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების სტატისტიკით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად იყენებენ მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახალხო დამცველის ე.წ. ცხელ ხაზს 2020 წლის სექტემბრის შემდგომ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2010-2020 წლებში სამუშაო ადგილზე დაშავებულ და დაღუპულ პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ხარჯავენ თუ არა მუნიციპალიტეტები ბიუჯეტის 1%-ს მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის, რა ხელისშემშლელი ფაქტორები და წინაღობები იკვეთება მოხელეთა პროფესიულ განვითარებაზე მუშაობის პროცესში

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რა პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ პატიმრობაში მყოფ პირებს სხვადასხვა ტიპის პაემნებითა და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებები შეზღუდული და კონკრეტულად რაში გამოიხატე

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენ საქმეზე მიმდინარეობს პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმის აღსრულების პროცესი. აგრეთვე, რამდენი საქმეზე დასრულდა და რა შედეგით. ადრესატი: აღსრულების ეროვნული ბიუროს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2016 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტების მიერ თანამშრომელთა გადამზადების მიზნით გამოცხადებული ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე და განხილული საქმეების შესახებ სტატისტიკით. კერძოდ, დაარსებიდან დღემდე რამდენი წარდგინება ან სარჩელი იყო შეტანილი სასამართლოში, მათგან რამდენი არის განხილული და რა შედეგით დასრულდა. ადრესატი: საკონ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2021 წლებში რამდენი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიული წესით. აგრეთვე, ამავე პერიოდში რამდენი ასეთი ხელშეკრულება შეწყდა. ადრესატი: ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე - დავით ფუტკარაძე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვის უბილეთოდ მგზავრების რამდენი ფაქტი გამოვლინდა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლიდან დღემდე. აგრეთვე, იმავე პერიოდში 16 წლამდე ბავშვის დამოუკიდებლად, თანხმლები პირს გარეშე, უბილეთოდ მგზავრობის

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით. ადრესატი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, რამდენი პატიმარი ან/და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი არის ვაქცინირებული და რა აქტივობები იგეგმება პერსონალის ვაქცინაციის მიმართულებით. ადრესატი: იუსტიციის მი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბოლო წლებში მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენი სარჩელი მიიღეს საერთო სასმართლოებმა 2015-2021 წლებში სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენ მათგანზე იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ადრესატი: იუსტიციის

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გააჩნია თუ არა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას სათანადო რესურსი (რეგიონების დაფარვა, შესაბამისი პროფილის ტრენინგების შეთავაზება და სხვა) მუნიციპალიტეტის მოხელეთა გადამზადებისთვის. აგრეთვე, თბილისის გარდა, რო

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვის უბილეთოდ მგზავრების რამდენი ფაქტი გამოვლინდა საქართველოს რკინიგზის მიერ 2015 წლიდან დღემდე. აგრეთვე, იგივე პერიოდში 16 წლამდე ბავშვის დამოუკიდებლად, თანხმლები პირს გარეშე, უბილეთოდ მგზავრობის რამდ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 1501-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე 2014-2021 წლებში. ადრესატი: გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სტატისტიკური ინფორმაციით, რამდენი ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის მიმართ იქნა გაცემული და რამდენი მინდობილობა დამოწმდა სანოტარო წესით საქმისწარმოების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით. ადრესატი: ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020 წელს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შესული განცხადებების სტატისტიკური ინფორმაციით. ადრესატი: სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2021 წლებში ავტოსაგზაო შეთხვევების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ დანიშნული ექსპერტიზების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017-2021 წლებში მსჯავრდებულების მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ საქმეების შესახებ ინფორმაციით, რომლებშიც მხარე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულია

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015-2021 წლებში ჯარიმების აღსრულების მოთხოვნების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით. აგრეთვე, რამდენი ეხებოდა სახელმწიფო ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პენიტენციურ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა შეზღუდვები მოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა არსებობს თუ არა კოვიდრეგულაციების ეფექტიანობასთან დაკავშირებული რაიმე კვლევა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადაიდგა უწყების მიერ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა უზრუნველყოფილია თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა მუნიციპალიტეტებში სოციალურ მუშაკთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზოლაციისა და კარანტინის წესების კონტროლის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ალიმენტის შესახებ დავებთან დაკავშირებით მედიაციის გამოყენების სტატისტიკით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ალიმენტთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული საქმეების სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტების მიერ მოხელეთა პროფესიული გადამზადებისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენჯერ დაფიქსირდა ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა ჯანდაცვის სფეროს პერსონალის მხრიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში (2015-2022 წლები).

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს პატიმრების კვების, სატელევიზიო არხებთან წვდომის, სატელეფონო აპარატის სარგებლობასთან და სახელოვნებო საქმიანობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

მიხეილ სარჯველაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1978-12-22

დეპუტატი
პარტიის ლოგო