
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს სასამართლოში დანიშნული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის განხილვა. სასამართლოს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, პატიმარმა მონაწილეობა ვერ მიიღო პროცესში, ვინაიდან ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის წარმოდგენა სხდომაზე ან მისი დისტანციური ჩართვა.