შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში
2024 წლის 30 იანვარს ჩატარდა ერთ დღიანი ვორქშოფი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერის და მერიის სამსახურების საქმიანობის კონტროლის მექანიზმების შესახებ.
ვორქშოფი გაიმართა თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მომუშავე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
ოთხ მუნიციპალუტეტში მომუშავე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს თუ რომელი საკონტროლო ბერკეტების გამოყენების შესახებ უნდა დაუსვან კითხვები საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციას. სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეისწავლეს როგორ განახორციელონ საკრებულოს მიერ საკონტროლო ფუნქციების გამოყენების მონიტორინგი და ამით ხელი შეუწყონ საკრებულოს მხრიდან მერისა და მერიის სამსახურების კონტროლს.
ოთხ სესიაზე განვიხილეთ:
• სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გამიჯვნა; ადგილობრივი ხელისუფლების დანაწილება
• საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების კონტროლის ფუნქციები: საკრებულოს წევრის კითხვა, ინტერპელაცია, კონტროლი საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, მერის და მისი სტრუქტურული ერთეულების ანგარიშების მოსმენა, ინფორმაციის გამოთხოვა.
• მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება და ცვლილების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების კონტროლი.
• საკრებულოს და საკრებულოს წევრის საქმიანობის მონიტორინგი.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ოთხი მუნიციპალიტეტის მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების საკრებულოების საკონტროლო ფუნქციების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებისთვის.