სიახლეები

2023.12.03

ონლაინ დისკუსია: ადვოკატის და ადვოკატთა ასოციაციების როლი სასამართლო რეფორმაში

2023 წლის 11 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის და დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ დისკუსია: "ადვოკატის და ადვოკატთა ასოციაციების როლი სასამართლო რეფორმაში".

სპიკერებმა ამერიკიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება. ასევე, იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, იუსტიციის საბჭოს წევრების და სხვა პროფესიების წარმომადგენლების როლზე სასამართლო რეფორმის ადვოკატირებაში.

მოდერატორი:

ჯიმ მოლიტერნო - ემერიტუს პროფესორი, ვაშინგტონის და ლის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, კანონის უზენაესობის კონსულტანტი (აშშ).

მომხსენებლები:

ვიტესლავ დოჰნალი - ადვოკატი, პროფესიული ეთიკისა და ადამიანის უფლებათა განათლების ექსპერტი (ჩეხეთი).

ანდრეი მაჟერნიკი - ადვოკატი, სლოვაკეთის იუსტიციის საბჭოს წევრი.

პავოლ ზილინჩიკი - სლოვაკეთის იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი.

იხილეთ დისკუსიის დოკუმენტი.

ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი.