სიახლეები

2023.09.08

ონლაინ დისკუსია: დამოუკიდებელი სასამართლო მმართველობა: ეფექტური გადაწყვეტილებების ძიებაში გარდამავალი დემოკრატიებისთვის

2023 წლის 1-ელ აგვისტოს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის და დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს  ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ დისკუსია, რომელიც შეეხებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამოუკიდებელ სასამართლო მმართველობის მნიშვნელობას.

2021 წელს ექსპერტები სომხეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან და უკრაინიდან გაერთიანდნენ და მოამზადეს რეკომენდაციები გარდამავალ დემოკრატიებში ანგარიშვალდებული და დამოუკიდებელი სასამართლო მმართველობის უზრუნველსაყოფადდისკუსია ჩატარდა მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე.

შეხვედრას ესწრებოდა 3O-ზე მეტი მონაწილე: უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, იტალიიდან, ესტონეთიდან. დამსწრეები პირთა შორის იყვნენ იურისტები, მოსამართლეები, სასამართლოს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე ბოლოდროინდელი სასამართლო რეფორმები და როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა მოითხოვდეს არასტანდარტულ მიდგომებს.

მოდერატორი:

ჰალია ჩიჟიკ - სასამართლო რეფორმის ექსპერტი უკრაინიდან.

სპიკერები:

ტილმან ჰოპი - ყოფილი მოსამართლე გერმანიიდან და NACP-ის თავმჯდომარის შესარჩევი კომისიის თანათავმჯდომარე (უკრაინა).

ლავლი პერლინგი -  ყოფილი გენერალური პროკურორი ესტონეთიდან, ეთიკის საბჭოს (უკრაინა) და სასამართლო შემოწმების კომისიის წევრი (მოლდოვა).

ნონა წოწორია - მოსამართლეთა და პროკურორთა თვითმმართველობის ორგანოების წევრთა დამოუკიდებელი შეფასების კომისიის წევრი (მოლდოვა), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

ტარას პაშუკი - ვენეციის კომისიის სამდივნოს იურიდიული მრჩეველი.

იხილეთ დისკუსიის დოკუმენტი.

ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი.