გამგეობის წევრი
ქეთევან ჯაფარიძე - არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.
2013 წლიდან არის საოჯახო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ISFL) წევრი, 2013 წელს მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე: საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების, პრინციპებისა და პრაქტიკის ჰარმონიზება (აშშ).
2007-2010 წლებში იყო იურიდიული კომპანიის „ჯაფარიძე, ალექსიძე, გაბრიელაშვილი“ პარტნიორი და იურისტი; 2006 წელს მუშაობდა იურისტად ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში „საქნავთობი“;
2005 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ქეთევანი არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.