გუნდი

სახელი გვარი

ანუნა ბუკია

გამგეობის წევრი

ანუნა ბუკია არის რეჟისორი და ავტორი, სოციალური და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, ლექტორი.

ანუნას საქმიანობა მრავალმხრივი და მრავალსექტორულია, თუმცა ის რაც აერთიანებს მის პროექტებსა თუ ინიციატივებს არის ადამიანის უფლებები და თავისუფალი გარემოს ფორმირება.

როგორც რეჟისორი და სოციალური არტისტი, ანუნა ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ სახელოვნებო პლატფორმებზე.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, მუშაობს კავკასიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კარგი მმართველობის, ახალგაზრდულ ჯგუფების გაძლიერების, ადვოკატირების და ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტებზე.

მისი სამუშაო თემებია: ომი, კონფლიქტი, საზღვარი, იზოლაცია, თანასწორობა და ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ახალგაზრდების ადვოკატირება და სხვა.

2017 წელს შედგა პრემიერა მისი დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურე ენგური'', რომელიც დღემდე იწვევს ადგილობრივი თუ საერთაშორისო აუდიტორიის მაღალ ინტერესს.