სიახლეები

2024.06.06

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადება

ასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ საჯაროდ ცნობილია

სულ მცირე 22 ფაქტი, რაც გამოძიების დაწყების ან მოსამართლეთა

 კეთილსინდისიერების შემოწმების საფუძველია

2023 წლის 5 აპრილს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 მოქმედ და 1 ყოფილ მოსამართლეს სავიზო სანქციები დაუწესა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. მავე დროს, საქართველოს ევრო-ინტეგრაციისკენ მიმართული 9 პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის შემოღებას.

იუხედავად ამისა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ მოსამართლეების მხრიდან კორუფციულ სამართალდარღვევებს ადგილი არ აქვს, ხოლო მათი კეთილსინდისიერების შემოწმების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, 2023 წლის აპრილში ქართულმა ოცნებამ ხელი შეუშალა სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

აშკარაა, რომ მმართველ ხელისუფლებას არ სურს სასამართლოში კორუფციული დანაშაულის ნიშნების გამოძიება და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება არა საამისო საფუძვლების არარსებობის, არამედ იმის გამო, რომ ის ხელს აფარებს და ხელს უწყობს სასამართლოში კორუფციას და კლანურ მმართველობას.

მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან და ჟურნალისტების მიერ გამოძიებული ფაქტებიდან, სულ ცოტა 22 შემთხვევა შეიცავს კორუფციული დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნებს. ვემოთ მოყვანილი 22 შემთხვევიდან 10 შემთხვევაში არიან მოწმეები, რომლებმაც საჯაროდ ისაუბრეს  სასამართლო სისტემაში კანონდარღვევის ფაქტების შესახებ. კანონდარღვევებს შორისაა, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის, მოსამართლეთა დაუსაბუთებელი გამდიდრების ნიშნები. ველა შემთხვევაში მაღალ თანამდებობრივ პოზიციებზე მყოფი მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი ფიგურირებს.

ვემოთ მოყვანილი ითოეული ინფორმაცია აშკარად შეიცავს სისხლის სამართლებრივი გამოძიების, სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ნიშნებს და მოსამართლის თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების სამართლებრივ საფუძვლებს. 

განცხადების სანახავად გადადით ბმულზე