სიახლეები

2022.05.02

ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროების შესახებ

მიმართვა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ახდენთ  ინფორმაციის გასაიდუმლოებას. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.

ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. ღია საზოგადოება საქართველო
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  8. უფლებები საქართველო
  9. სამოქალაქო იდეა
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  11. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  14. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  15. მწვანე ალტერნატივა
  16. ევროპის ფონდი
  17. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
  18. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
  19. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  20. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  21. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  22. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  24. ლიბერალური აკადემია თბილისი
  25. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  26. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  27. კავშირი საფარი
  28. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  29. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  30. ღია სივრცე კავკასია