2022 წლის 15 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესასწავლად, ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარი გაასაჯაროვა.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დადებითად ვაფასებთ ხელისუფლების ამ ნაბიჯს და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეხმარება პროცესი გახდეს ღია, გამჭვრივალე და ინკლუზიური. აქვე გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლება ასევე გაასაჯაროებს საქართველოს სახელით ევროკომისიაში კითხვარის მიხედვით წარდგენილ პასუხებსაც.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ღია საზოგადოების ფონდი
2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
3. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
7. უფლებები საქართველო
8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
9. ღია სივრცე კავკასია
10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
12. კავშირი საფარი
13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
15. პრევენცია პროგრესისთვის
16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
18. თბილისი პრაიდი
19. კოალიცია თანასწორობისთვის
20. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
21. სასამართლოს გუშაგი
22. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა