ბიოგრაფია

განათლება

  • სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა, სამართალმცოდნეობა, 1990

 

სამუშაო გამოცდილება
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2016 – 2020
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უფროსი, 2015 – 2016
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქედის -ნის სამმართველოს უფროსი, 2014 – 2015
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2014 – 2014
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების სამმართველოს უფროსი, 2008 – 2014
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2008 – 2008
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2007 – 2008
  • პერიოდი, როდესაც არ მუშაობდა, 2005 - 2007
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი, 2005 – 2005
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებში სისხლისამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, 2004 – 2005
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, 2002 – 2004
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2000 – 2002
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორი, 1999 – 2000
  • პერიოდი, როდესაც არ მუშაობდა, 1997 - 1999
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1997 – 1997
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1996 – 1997
  • სატრანპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი, 1994 – 1996
  • საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სახაზო გან-ის უფროსი, 1993 – 1994
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში, 1993 – 1993
  • სსრკ მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის ასპირანტი (ადიუნქტი), 1990 – 1993
  • სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის მსმენელი, 1986 – 1990
  • ქობულეთის სახელმწიფო ბანკის დაცვის განყოფილების მილიციელი, 1986 – 1986
  • ქობულეთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის არასაუწყებო დაცვის გან-ის მილიციელი, 1984 – 1986
  • სავალდებულო სამხედრო სამსახური, 1981 - 1983

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 08.02.2021-ან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 23.12.2020-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

_____________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_____________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის დადგენილების ჩაბარებისა და ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებულ წესში ცვლილებებს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.06.2021. N07-3/87/10.

____________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება. 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2021, N07-3/73/10.

____________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_________________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________________________

რესან კონცელიძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_______________________________

რესან კონცელიძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________________ 

რესან კონცელიძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

______________________________

რესან კონცელიძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა ბათუმის მუნიციპალიტეტში 2020-2021 წლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020-2021 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020-2021 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის გამწვანების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი სპორტული მოედანია ბათუმში და მათგან რამდენია რეაბილიტირებული.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხებისა და ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

რესან კონცელიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1963-07-10

დეპუტატი
პარტიის ლოგო