ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, 2001

 

სამუშაო გამოცდილება

  • უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე, 2019 - დღემდე
  • ააიპ ფეხბურთის განვითარების ფონდი, გამგეობის წევრი, 2016 - დღემდე
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი, 2015 - დღემდე
  • ბერლინის სკჰერტასაკადემია, მენეჯერი, 2014 - დღემდე
  • საფეხბურთო კლუბიჰერტა“, ფეხბურთელი, 2010 – 2014
  • საფეხბურთო კლუბიშალკე“, ფეხბურთელი, 2003 – 2010
  • საფეხბურთო კლუბიფრაინბურგი“, ფეხბურთელი, 1998 – 2003
  • საქართველოს ეროვნული ნაკრები, საფეხბურთო კლუბიალანია“, ფეხბურთელი (1997), 1996 – 2011
  • საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი“, საქართველოს 21-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრები,ფეხბურთელი, 1995 – 1998
  • საფეხბურთო კლუბიგორდა“, საქართველოს 19 წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრები, ფეხბურთელი, 1993 - 1994

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

ლევან კობიაშვილი - მინისტრის საათი

ლევან კობიაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ლევან კობიაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშის თაობაზე

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_____________________________

ლევან კობიაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_____________________________

ლევან კობიაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________________

ლევან კობიაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ლევან კობიაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1977-07-10

დეპუტატი
პარტიის ლოგო