ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 1995

 

სამუშაო გამოცდილება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი, 2011 - დღემდე
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი, 2007 - 2011
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, მთავარიმრჩეველი, 2005 - 2007
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა, უფროსიმასწავლებელი (ლექტორი), 2004 - 2006
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, 1999 - 2004

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", თავმჯდომარის მოადგილე 07.09.2021-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020 - 07.09.2021
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 18.11.2016 - 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები", წევრი 17.05.2013 - 18.11.2016
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 21.06.2021-დან
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 18.03.2021 - 24.05.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 18.03.2021
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 26.11.2019 - 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 13.06.2018
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარე 18.11.2016 - 26.11.2019
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარე 29.11.2013 - 18.11.2016
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 13.06.2013 - 18.11.2016
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 18.11.2013 - 29.11.2013
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 13.06.2013 - 18.11.2013

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 25.05.2018 - 11.12.2020
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 16.01.2017 - 25.05.2018
  • საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესისაბჭოების საკანონმდებლო პროცესების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს წევრი 17.02.2016 - 18.11.2016
  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 30.12.2015 - 18.11.2016
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო - ხაზინადართა საბჭოს წევრი17.02.2014 - 18.11.2016
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF), ძირითადი შემადგენლობა,საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 11.12.2020
  • ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტოდელეგაციის ხელმძღვანელი 04.03.2016 - 18.11.2016
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციისწევრი 04.03.2015 - 18.11.2016

 

გიორგი კახიანი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

გიორგი კახიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. 07.02.2022. N2-1326/22/10. 

_________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

________________________

გიორგი კახიანმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

________________________

გიორგი კახიანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_______________________

გიორგი კახიანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

გიორგი კახიანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1973-12-10

დეპუტატი
პარტიის ლოგო