ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული სპეციალისტი, 2006

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014 – 2016
  • სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2012 – 2014
  • G3, USAID, დირექტორის მოადგილე, 2011 – 2012
  • სახალხო დამცველის ოფისის მრჩეველი მენეჯმენტის საკითხებში, 2010 – 2010
  • სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი, 2008 – 2009
  • სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი, 2007 – 2008
  • პროექტის კოორდინატორი, USAID, 2006 - 2007

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 25.06.2019
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 25.06.2019

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.09.2019 – 11.12.2020
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი  05.01.2021 – 09.06.2021
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021 – 09.06.2021
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 01.10.2019 – 11.12.2020
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 02.04.2019 – 01.10.2019
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 02.04.2019 – 01.10.2019
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 02.04.2019 – 01.10.2019
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 01.10.2019
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 01.10.2019

15.03.2022 - არჩილ თალაკვაძემ გააკრიტიკა ოპოზიცია. მისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად წარმოუდგენელია.

15.02.2022. არჩილ თალაკვაძემ გააკრიტიკა ოპოზიცია. მიაჩნია, რომ სასამართლო წინა ხელისუფლების დროს არ იყო დამოუკიდებელი.

16.11.2021 - დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიად შეაფასა; ასევე, გამოემხაურა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს.

05.10.2021 - არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. გააკრიტიკა ოპოზიცია რადგან მათ არ აქვთ წინასაარჩევნო პროგრამა. თქვა, რომ მმართველი პარტია დროს რეფორმებს დაუთმობს.

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_____________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_____________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლის მიზანია მეათე მოწვევის პარლამენტმა კვლავ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს.

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუციის პროექტი 21.07.2021. N07-3/99/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

__________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_________________________

არჩილ თალაკვაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_________________________

არჩილ თალაკვაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

________________________

არჩილ თალაკვაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_________________________

არჩილ თალაკვაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

არჩილ თალაკვაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1983-01-16

დეპუტატი
პარტიის ლოგო