ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, 2003
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკა და ბიზნესი, 2015

 

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 2018 – 2020
  • ქონებისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი, 2017 – 2018
  • სადაზღვევო კომპანია, 2011 – 2014
  • თი-ბი-სი ბანკის ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების უფროსი, 2006 – 2009
  • ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, 2003 - 2006

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, ევრი  11.12.2020–დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 08.09.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 08.09.2021-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 06.09.2021 – 08.09.2021
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 06.09.2021
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 17.12.2020 – 08.09.2021
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 24.05.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021 – 18.10.2021
  • დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

29.03.2022 - ირაკლი ზარქუამ ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ შეაფასა ის ომის პარტიად. ამასთან, ისაუბრა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე სხვადასხვა მიმართულებით

14.12.2021 - ირაკლი ზარქუამ ისაუბრა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მოუწოდა ოპოზიციას, რომ შერიგება სთხოვონ არა ქართულ ოცნებას, არამედ მათ ამომრჩეველს

15.02.2022 - ირაკლი ზარქუამ დადებითად შეაფასა საპენსიო სესხებზე ოპოზიციასთან ერთად მუშაობა. დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა თბილისში განხორციელებულ პროექტებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით

30.11.2021 - ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა ოპოზიცია. მოუწოდა მათ შეეშვან სპეკულაციებს. მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორ რელსებზე მიდის ეკონომიკის კუთხით

02.11.2021 - ირაკლი ზარქუამ დადებითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები

19.10.2021 - დეპუტატმა მიუღებლად მიიჩნია უკანონო მოსმენები; ასევე, დეპუტატი გამოეხმაურა ზოგად საპარლამენტო საქმიანობას და ის შეაფასა ეფექტიანად

08.06.2021 - ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემები და მერაბ კოსტავას სახლმუზეუმის საკითხი მოგვარების პროცესშია. ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტსა და ბიუროკრატიულ ხარჯებზე

13.05.2021 - ირაკლი ზარქუამ მიმართა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალი გადასახადების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. განმარტა ოპოზიციის ლიდერების მიერ სტრასბურგში შეტანილი სარჩელების მნიშვნელობა

დეპუტატმა ინფრასტრუქტურის მინისტრს სთხოვა კონკრეტული სოფლისთვის გზის რეაბილიტაციისთვის თანხების გამოყოფა

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობისთვის დადგენილი კონკრეტული ეტაპების გაუვლელების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.04.2021. N07-3/47/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარისთვის კომისიის წევრობის ვალდებულების გაუქმებას,  გარდა ამისა, საკრებულოში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებების შემოღებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.12.2021.  N07-/3/135/10.   

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

___________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გაცნობად ჩაითვალოს აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 09.02.2022.  N07-3/167/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

___________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ლატარიის ორგანიზატორთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილებებს.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.12.2021. 07-3/136/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის გადასახდელის შემცირებას.

დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივა გამოითხოვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.11.2021. N07-3/126/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დღგ-სგან გათავისუფლდნენ და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით იმ დეველოპერულმა კომპანიებმა, რომლებიც ვერ სარგებლობენ ასეთი შეღავათით, რადგან უწევთ შენობის დემონტაჟის გამო ახალი ნებართვის აღება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.10.2021. N07-3/111/10.

___________________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. კანონპროექტი უთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/9/10.

__________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ეპატიოთ ჯარიმები იმ პირებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ მიმართეს მუნიციპალიტეტს დროებითი შენობა-ნაგებობების გამოყენებისათვის ხელახალი ნებართვის ასაღებად.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/10/10.

_________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________________

ირაკლი ზარქუამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

____________________________

ირაკლი ზარქუამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________________

ირაკლი ზარქუამ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

____________________________

ირაკლი ზარქუამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ლიას ტყის მასებზე გაცემული ლიცენზიის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ირაკლი ზარქუა

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1982-01-16

დეპუტატი
პარტიის ლოგო