ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქონელმცოდნეობა და სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ორგანიზება, 1978

 

სამუშაო გამოცდილება

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციაქართული ოცნებისდამფუძნებელი, 2011 – 2012
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური სამსახურის რეზერვი, 2007 – 2011
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი, 2006 – 2007
  • კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, 2004 – 2006
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში, 2003 – 2004
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის გაეროს სამმართველოს უფროსი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, 1999 – 2003
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს საქმეთა სამმართველოს უფროსი, 1999 - 1999
  • საქართველოს წარმომადგენლობა გაეროში, მრჩეველი, წარმომადგენლის მოადგილე, 1993 - 1999

  • საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე, 1993 – 1993
  • საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, წარმომადგენლის მოადგილე, 1991 – 1993
  • საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, განყოფილების გამგე, 1991 – 1991
  • საქართველოს პროფსაბჭო, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, 1990 – 1991
  • საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციები, ინსტრუქტორი, 1984 – 1990
  • საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო, ცენტრალური აპარატი, ეკონომისტი, 1979 – 1984
  • საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო, საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრი, ინჟინერი, 1978 - 1979

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 26.11.2019
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 06.12.2012 – 18.11.2016
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 22.10.2012 – 06.12.2012
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი  22.10.2012 -18.11.2016

 

დელეგაციები/საბჭოები

  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), სათადარიგო შემადგენლობა (14.12.2016 - 11.12.2020), საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020
  • ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 28.10.2015 – 18.11.2016
  • ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 12.06.2015 – 18.10.2015
  • ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.04.2015 – 12.06.2015
  • ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეა, სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 04.03.2015 – 18.11.2016
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 04.03.2015 – 18.11.2016
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.02.2015 – 18.11.2016
  • ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 21.11.2012 – 29.04.2015

15.03.2022 - გიორგი ვოლსკიმ გააკრიტიკა ოპოზიცია. მიაჩნია, რომ ჰელსინკის საბჭო უკეთესად აანალიზებს არსებულ სიტუაციას ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი.

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზე და შეაფასა ის უარყოფითად.

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა წინასაარჩევნო პერიდოში არსებულ სიძულვლის ენაზე, რაზეც პასუხისგმებლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა.

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე, მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას სამართლიანობა

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს. მისი თქმით, ამ საკითხში დამნაშავეა სისტემა. გარდა ამისა, დეპუტატმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა სამართლიანად ჩატარებულად

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლის მიზანია მეათე მოწვევის პარლამენტმა კვლავ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს.

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუციის პროექტი 21.07.2021. N07-3/99/10.

______________________________________ 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

გიორგი ვოლსკიმ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________________

გიორგი ვოლსკიმ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________________

გიორგი ვოლსკიმ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_____________________________

გიორგი ვოლსკიმ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი" 24.03.2021, N07-3/41/10.

 

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

გაწეული დახანარჯი

ფაილის ნახვა

გიორგი ვოლსკი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1957-01-18

დეპუტატი
პარტიის ლოგო