ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენა და ლიტერატურა, 1983

 

სამუშაო გამოცდილება

  • . დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი, 2017 - დღემდე
  • ტელეკომპანია მე-9 არხი. საავტორო გადაცემები "ჩემიანი", "დილის იდილია", "მიამბეთ თქვენზე" პროდიუსერი, 2013 – 2013
  • კულტურის მინისტრის მრჩეველი, 2013 – 2020
  • ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, 2011 – 2011
  • ინფო 9- პროდიუსერი, გადაცემები "პრეს ზონა", "კვირის ამბები", "ქრონოგრაფი", "რაკურსი", "ყველა ტელევიზორში", "ქვის სტუმარი"., 2011 -2013
  • საპატრიარქოს ტელეკომპანია "ერთსულოვნება" მთავარი პროდიუსერი გადაცემა "კვირიკე" ავტორი და ხელმძღვანელი, 2008 – 2010
  • ტელეკომპანია "იმედი"- "იმედის დილას" რედაქტორი, 2004 – 2005
  • სტუდია აუდიენცია - პროგრამების ხელმძღვანელი, 2003 – 2004
  • სტუდია აუდიენცია - "დიდების ზღაპრის" ხელმძღვანელი, 2002 – 2003
  • ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, 2000 – 2002
  • "მზიურის" დირექტორი, 1997 – 2011
  • სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მინისტრის პრესმდივანი, 1996 – 1999
  • ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქი "მზიური" დირექტორი, 1996 – 1999
  • პრეზიდენტის პრესსამსახურის პრეს-რელიზის ჯგუფის ხელმძღვანელი, 1995 – 1996
  • სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური სახელმწიფო მრჩეველი, 1993 – 1995
  • საქართველოს ტელერადიო საინფორმაციო გადაცემის "ქვიშის საათის" რედაქტორი, 1993 – 1995
  • თბილისის №53 საშუალო სკოლის პედაგოგი, 1983 – 1988
  • მწერალთა კავშირის ლიტერატურული ურთიერთობისა და მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქტორი, 1983 – 1993
  • საქართველოს ტელერადიო კომიტეტი, 1983 – 1993
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1977 - 1983

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 22.03.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 18.03.2021 – 22.03.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 16.03.2021 – 18.03.2021
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 16.03.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 22.01.2021-დან

ქეთევან დუმბაძე ამნისტიის შესახებ

24.12.2020 - ქეთევან დუმბაძე - პლენარული სხდომა

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში. 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

__________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

__________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

ქეთევან დუმბაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________________

ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_________________________

ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ქეთევან დუმბაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1961-01-11

დეპუტატი
პარტიის ლოგო