ბიოგრაფია

განათლება

  •  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 1985

 

სამუშაო გამოცდილება

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციალიდერ კრედიტისდირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 2012 – 2016
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2011 – 2016
  • თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი, 2010 – 2011
  • საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი, 2004 – 2010
  • საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, 1993 – 2004
  • თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე, 1992 – 1993
  • თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, 1990 – 1992
  • თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, 1986 – 1990
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1979 – 1985
  • სავალდებულო სამხედრო სამსახური, 1976 - 1978

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 19.04.2021-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 31.05.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 26.12.2019 – 11.12.2020
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 05.12.2019 – 26.12.2019
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 07.02.2017 – 11.12.2020
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 05.12.2019

 

დელეგაციები/საბჭოები

  • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც რადიომაუწყებლებს ერთჯერადად მისცემს შესაძლებლობას გაუგრძელდეთ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.06.2021. N07-3/82/10.

__________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.11.2021. N07-3/124/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური გვარის მინიჭების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე.

„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ 02.11.2021. N07-3/114/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადებას 2022 წლის 30 ივნისამდე.

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/62/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/63/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________

ისკო დასენმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

___________________

ისკო დასენმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________

ისკო დასენმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

___________________

ისკო დასენმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ისკო დასენი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1958-03-30

დეპუტატი
პარტიის ლოგო