ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2003

 

სამუშაო გამოცდილება

 

  • შპს "ჯი ეფ ეს" - იურისტი, 2020 – 2020
  • შპს "ჯი ენ ერ მენეჯმენტი" კონსულტანტი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში, 2020 – 2020
  • შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის მრჩეველი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში, 2019 – 2020
  • შპს "ჯი ეფ ეს" (საბუღალტრო საკონსულტაციო კომპანია) - კონსულტანტი, 2018 – 2020
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2014 – 2017
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2013 – 2014
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2013 – 2013
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, 2013 – 2013
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, 2011 – 2013
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2009 – 2011
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2007 – 2009
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2005 – 2007
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, 2004 – 2005
  • ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, 2002 - 2003

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 08.02.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

25.06.2021 - ალექსანდრე დალაქიშვილმა მიუთითა, რომ პანდემიამ დისტანციური სერვისების, ლოგისტიკისა თუ საერთაშორისო გადაზიდვების განვითარებას შეუწყო ხელი და პრემიერ-მინისტრს ამ მიმართულებების მეტად წახალისების აუცილებლობაზე მიანიშნა.

ალექსანდრე დალაქიშვილი -მინისტრის საათი

ალექსანდრე დალაქიშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანისაარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნავლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________

ალექსანდრე დალაქიშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________

ალექსანდრე დალაქიშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________

ალექსანდრე დალაქიშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

___________________

ალექსანდრე დალაქიშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა ხე-ტყის უკანონო ჭრის, უკანონო თევზჭერისა და ზოგადად ბრაკონიერების კონტროლის მიზნით რა საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აგრეთვე, რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში და კონკრეტულად რა ნაბიჯების გად

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანმდევი საკანონმდებლო აქტების აღსრულებისთვის რა ნაბიჯებს დგამს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ადრესატი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ალექსანდრე დალაქიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1981-09-01

დეპუტატი
პარტიის ლოგო