ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობა, 2004
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია, 2001

 

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის საკრებულოს VI მოწვევის წევრი; ფრაქცია"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, 2017 – 2020
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - სამმართველოს უფროსი, 2015 – 2017
  • ტელეკომპანია "ჯიდიეს" მთავარი პროდიუსერის მოადგილე, 2014 – 2015
  • საქართველოს მთავრობის კანცელარია - პროექტების დაგეგმვისა და რეფორმების სამსახური - სამმართველოს უფროსი, 2014 – 2014
  • საქართველოს პარლამენტი - პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, 2014 – 2015
  • საქართველოს მთავრობის კანცელარია - ინტერნეტ რესურსების მართვის სპეციალისტი, 2013 – 2014
  • შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - ახალი მედიის მართვის სპეციალისტი, 2013 – 2013
  • შპსსახელმწიფო უზრუნველყოფა“ - სპეციალისტი, 2010 – 2012
  • შპსმედიაჰაუსი დეკომიიურისტ-კონსულტანტი, 2010 – 2012
  • ჟურნალილიბერალი“, 2010 – 2013
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2004 – 2010
  • სსხიდმშენისიურის-კონსულტანტი, მენეჯერი, 2002 – 2004
  • /სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობაგამგეობის თავმჯდომარე, 1999 - 2004

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, თავმჯდომარის მოადგილე 11.12.2020–დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 16.03.2021-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 16.03.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

01.03.2022 - ბექა დავითულიანმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

14.12.2021 - ბექა დავითულიანმა მოუწოდა ოპოზიციას ჯერ თავად გადადგას ნაბიჯები შერიგებისკენ და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი.

01.02.2022. დეპუტატმა ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე და მიუთითა, რომ პარლამენტის მხრიდან უნდა მოხდეს უკრაინის მხარდამჭერი და არა რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება.

02.11.2021 - ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება.

08.06.2021 - ბექა დავითულიანმა დადებითად შეაფასა ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა. ასევე, განმარტა მისი ნინოწმინდის პანსიონში ჩასვლის მიზეზები.

ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შემოსვლა მნიშვნელოვანია. ასევე, ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა, რაშიც 6 თვე დაკარგა საქართველომ

ბექა დავითულიანი ამნისტიის შესახებ

ბექა დავითულიანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობისთვის დადგენილი კონკრეტული ეტაპების გაუვლელების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.04.2021. N07-3/47/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარისთვის კომისიის წევრობის ვალდებულების გაუქმებას,  გარდა ამისა, საკრებულოში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებების შემოღებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.12.2021.  N07-/3/135/10.   

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობის სავალდებულოდ არსებობას განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 08.12.2021. N07-3/134/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/186/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დღგ-სგან გათავისუფლდნენ და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით იმ დეველოპერულმა კომპანიებმა, რომლებიც ვერ სარგებლობენ ასეთი შეღავათით, რადგან უწევთ შენობის დემონტაჟის გამო ახალი ნებართვის აღება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.10.2021. N07-3/111/10.

_______________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_______________________________________________________

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. კანონპროექტი უთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/9/10.

 

__________________________________________________________________

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ეპატიოთ ჯარიმები იმ პირებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ მიმართეს მუნიციპალიტეტს დროებითი შენობა-ნაგებობების გამოყენებისათვის ხელახალი ნებართვის ასაღებად.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/10/10.

 

__________________________________________________________________

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________

ბექა დავითულიანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

___________________

ბექა დავითულიანმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

ბექა დავითულიანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

____________________

ბექა დავითულიანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ბექა დავითულიანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1980-03-18

დეპუტატი
პარტიის ლოგო