ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე, 1981

 

სამუშაო გამოცდილება

  • ჩაჩავას კლინიკისგენერალური დირექტორი, 2001 – 2016
  • აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი, 1994 – 2001
  • ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, 1985 – 1994
  • ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე, 1984 – 1985
  • ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი, 1982 – 1984
  • ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილი, ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი, 1981 - 1982

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020–დან
  • ფრაქციაქართული ოცნება - მრეწველები“, წევრი 08.12.2016 – 11.12.2020
  • ფრაქციაქართული ოცნება - მრეწველები“, მდივანი 18.11.2016 – 08.12.2016
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 23.12.2020-დან
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 09.12.2019 – 11.12.2020
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 09.12.2019

 

დელეგაციები/საბჭოები

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც რადიომაუწყებლებს ერთჯერადად მისცემს შესაძლებლობას გაუგრძელდეთ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.06.2021. N07-3/82/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და რეკლამირების შეზღუდვას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.11.2021. N07-3/124/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადებას 2022 წლის 30 ივნისამდე.

„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/62/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/63/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________

ელგუჯა გოცირიძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_______________

ელგუჯა გოცირიძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

________________

ელგუჯა გოცირიძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_________________

ელგუჯა გოცირიძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

ელგუჯა გოცირიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1958-03-20

დეპუტატი
პარტიის ლოგო