ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანო, 1989
  • პარიზის სახელოვნებო უმაღლესი სკოლა „Ecole Normale Superiere de Paris"


სამუშაო გამოცდილება

  • იუნესკოს მშვიდობის არტისტი (ელჩი), 2015 - დღემდე
  • ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, 2013 - დღემდე
  • ა(ა) იპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა" დირექტორი, (დამფუძნებელი), 2012 - 2020
  • თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი), 1993 - 1996

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან 
  • კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარე 18.03.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 16.03.2021 – 18.03.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 23.12.2020 – 19.04.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 16.03.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 22.01.2021-დან
  • ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF), სათადარიგო შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

24.12.2020 - ელისო ბოლქვაძემ წამოწია კულტურული დიპლომატიის შესახებ საკითხი.

დეპუტატი არის კანონპროექტის ავტორი, რომლითაც ითხოვს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და  პროფესიული განათლების მქონე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდგომ დასაქმდნენ სკოლებში.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.11.2021. N07-3/118/10.

_____________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________________

 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

ელისო ბოლქვაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________________

ელისო ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

ელისო ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_________________________

ელისო ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე

ფაილის ნახვა

ელისო ბოლქვაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1967-01-02

დეპუტატი
პარტიის ლოგო