ბიოგრაფია

განათლება
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 1999
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი, 2007
 


სამუშაო გამოცდილება

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, 2017 – 2020
  • გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორპესის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე, 2014 - დღემდე
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2012 - დღემდე
  • საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე, 2011 – 2017
  • . რობაქიძის უნივერსიტეტის პედაგოგი, 2011 – 2011
  • კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2007 – 2018
  • OSCE ორპესის ცენტრის იურისტი, 2006 – 2011
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, 2005 – 2015
  • FAO პროექტის იურისტი, 2004 – 2005
  • UNDP პროექტის იურისტი, 2004 – 2005
  • GEF პროექტის იურისტი, 2003 – 2005
  • WB პროექტის იურისტი, 2001 – 2003
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს სპეციალისტი 1998 - 2001

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.07.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, 27.01.2021 – 21.07.2021
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

29.03.2022 - მაია ბითაძემ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებზე და ისინი მიუღებლად მიიჩნია. მოუწოდა მათ საპარლამენტო საქმიანობაში სექტორალური ჩართულობისკენ.

15.03.2022 - მაია ბითაძემ გააკრიტიკა ოპოზიცია. მოუწოდა მათ ჩართონ რეფორმებში.

01.02.2022. დეპუტატმა ისაუბრა გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

მაია ბითაძე გამოეხმაურა კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე პრემიერის ვიზიტს.

მაია ბითაძემ დადებითად შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აღნიშნა, რომ დარწმუნებულია კახა კალაძის გამარჯვებაში.

მაია ბითაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

მაია ბითაძე - მინისტრის საათი

მაია ბითაძე ევროდირექტივების შესრულების შესახებ

მაია ბითაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

მაია ბითაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობისთვის დადგენილი კონკრეტული ეტაპების გაუვლელების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.04.2021. N07-3/47/10.

_______________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება. 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.03.2022. N07-3/183/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობის სავალდებულოდ არსებობას განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 08.12.2021. N07-3/134/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს მთავრობას ერთი თვით გადაუვადდეს „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების მიღების ვალდებულება.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.02.2022. N07-3/170/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გაცნობად ჩაითვალოს აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 09.02.2022.  N07-3/167/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობისას საჭირო საეტაპო ოქმის შეუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმების შემოღების წესის ვადის გადაწევას 2023 წლამდე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.03.2022. N07-3/180/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დღგ-სგან გათავისუფლდნენ და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით იმ დეველოპერულმა კომპანიებმა, რომლებიც ვერ სარგებლობენ ასეთი შეღავათით, რადგან უწევთ შენობის დემონტაჟის გამო ახალი ნებართვის აღება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.10.2021. N07-3/111/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ჩამოყალიბდეს მართვის მარტივი მოდელი, რომელიც გააუმჯობესებს, უფრო ეფექტიანს და ეკონომიკურს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  23.06.2021. N07-3/86/10.

______________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. ასევე, ითხოვს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების კორექტირებას, რათა არ გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.

 

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 16.06.2021. N07-3/80/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. კანონპროექტი უთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/9/10.

________________________________ 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ეპატიოთ ჯარიმები იმ პირებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ მიმართეს მუნიციპალიტეტს დროებითი შენობა-ნაგებობების გამოყენებისათვის ხელახალი ნებართვის ასაღებად.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.12.2020. N07-3/10/10.

 ________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_________________

მაია ბითაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_________________

მაია ბითაძემ ბერაიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_________________

მაია ბითაძემ ბერაიამ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

მაია ბითაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1977-05-14

დეპუტატი
პარტიის ლოგო