ბიოგრაფია

განათლება

  • ქალაქ ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა, პოლიტიკის მეცნიერებები, 1988
  • საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკა, 1988
  • საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია, 1977 

 

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულო,სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე,ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, 2017 - 2020
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსათვის" თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, 2014 - 2016
  • საქ. ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი, 2005 - 2007
  • საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-ს და„მშვიდობიანი კავკასიის" განყოფილების უფროსი, 1996 - 2005
  • ქალაქ ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე, 1992 - 1995
  • რაიკომის მდივანი, 1985 - 1991
  • პანსიონატ „მთის ბროლი"- დირექტორი, 1984 - 1985
  • ქალაქ ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს კადრების განყოფილების გამგე, 1977 - 1984
  • პანსიონატ „მთის ბროლი"- დირექტორი, 1984 - 1985

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, თავმჯდომარის მოადგილე 11.12.2020-დან
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი 10.06.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 10.06.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 05.04.2021 – 10.06.2021
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 24.05.2021
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 05.04.2021


დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი  27.01.2021-დან

01.03.2022 - რამინა ბერაძემ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე.

08.06.2021 - რამინა ბერაძემ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი, მათი აქტივისტების ქმედებები და დამოკიდებულება ქართული ოცნების დეპუტატებისადმი.

რამინა ბერაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

რიმა ბერიძე შეკითხვა მინისტრობის კანდიდატს

რამინა ბერაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

რამინა ბერაძე - მინისტრის საათი

რამინა ბერაძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში. 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 26.11.2021. N07-3/127/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  მოთხოვნილია დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კოვიდ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.01.2021. N 07-3/13/10

 

_____________________________ 

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  10.02.2021. N7-3/31/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________

რამინა ბერაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________

რამინა ბერაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________

რამინა ბერაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

____________________

რამინა ბერაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.  

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

რამინა ბერაძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1955-12-28

დეპუტატი
პარტიის ლოგო