ბიოგრაფია

განათლება 

  • ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, დიპლომატიის მაგისტრი, 2006
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია, 1998

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს პარლამენტი, წევრი, 2016 - 2020
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, 2015 – 2016
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, 2012 – 2015
  • ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი, 2012 – 2012
  • ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, 2007 – 2007
  • შპსსპეცტექნიკარესურსი“, გენერალური დირექტორის მოადგილე, 2007 – 2008
  • საქართველოს პარლამენტის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი, 2004 – 2004
  • შპსქსილოტრანსი“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორი, 2002 – 2004
  • შპსქსილოტრანსი“, გენერალური დირექტორის თანაშემწე, 2002 – 2002
  • წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი, 2001 – 2001
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი, 1999 - 2001

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 18.11.2016 – 11.12.2020
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 02.07.2021 - 13.04.2022
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 02.07.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარე 26.11.2019 – 11.12.2020
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 26.11.2019 – 11.12.2020
  • საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტი, წევრი 26.11.2019 – 26.11.2019
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 19.11.2016 – 26.11.2019
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 18.11.2016 – 19.11.2016

 

 

დელეგაციები/საბჭოები

 

  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 – 11.12.2020
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 – 11.12.2020
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 – 11.12.2020
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 – 11.12.2020
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), სათადარიგო შემადგენლობა (14.12.2016 - 11.12.2020), საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 11.12.2020
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 – 20.12.2019

 

 

01.03.2022 - ირაკლი ბერაიამ დაგმო რუსეთის აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. დეპუტატმა ისაუბრა შიდაპოლიტიკურ კონტექსტზე და განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს რადიკალური, პოპულისტურ განცხადებები.

01.02.2022. დეპუტატმა ისაუბრა ნატოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების ტენდენციას.

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებებზე. ამასთან, ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობის პიორიტეტულობას აშშ-სა და ნატოსთან.

ირაკლი ბერაია - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  იარაღის ბრუნვის კონტროლის გამკაცრებას, კერძოდ:  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრას გაზის (აირის) იარაღის ტარების, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციის გაზრდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/61/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხში ცვლილებებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.02.2022. N07-3/166/10.

_______________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ლატარიის ორგანიზატორთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილებებს.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 08.12.2021. 07-3/136/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დადგინდეს დიფერენცირებული მიდგომა სასჯელების თვალსაზრისით. ასევე, ცვლილებით დადგინდება პირის ვალდებულება, დაუყონებლივ წაშალოს გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა. სასაზღვრო ინფრასტრუქტურისდაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.11.2021. N07-3/120/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონში არსებული ცალკეული უზუსტობების და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.11.2021. N07-3/119/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება. 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2021, N07-3/73/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________

ირაკლი ბერაიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

___________________

ირაკლი ბერაიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________

ირაკლი ბერაიამ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

___________________

ირაკლი ბერაიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს მართვის კონცეფციისა და სტრატეგიის წარმოდგენა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაგეგმილი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების შესახებ

ფაილის ნახვა

დეპუტატის დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდგომი რეფორმირების ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თურქეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შესახებ. აგრეთვე, თურქეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიზნით 2013 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯების და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბირთვულ და რადიაციულ კონტრაბანდასთან ბრძოლის კუთხით აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რას ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა. კონკრეტულად, რა სიახლეებს მოიცავს, რომელ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი. ადრესატი: შინაგან საქმეთა მინისტრი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ეტაპზეა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის, ასევე, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განახლების პროცესი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ღონისძიებები განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით 2019-2020 წლებში

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები აქვს გადადგმული საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების კუთხით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რას საქმიანობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების ანალიზის წარმოდგენა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ფაილის ნახვა

დეპუტატის დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდგომი რეფორმირების ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაგეგმილი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების შესახებ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბირთვულ და რადიაციულ კონტრაბანდასთან ბრძოლის კუთხით აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ირაკლი ბერაია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1978-10-26

დეპუტატი
პარტიის ლოგო