ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისამართალმცოდნეობა, 2006

 

სამუშაო გამოცდილება

  • საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2018 - 2019
  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში, 2010 - 2020
  • ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპსსავერუსისფილიალი საქართველოშისავერუს ჯორჯიამთავარი იურისტი, 2008 - 2010
  • სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი, 2007 - 2008

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარე 30.12.2021-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 05.04.2021 – 30.12.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 16.03.2021 – 05.04.2021
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 17.12.2020 – 16.03.2021

  

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 21.01.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

14.12.2021 - გიორგი ამილახვარმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში Horizon Europe-ის საგრანტო შესაძლებლობების გაჩენა, ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტი და ციკლოტრონების საქართველოში ჩამოტანა.

გიორგი ამილახვარმა დადებითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მიიჩნევს, რომ დროა პარლამენტი საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირდეს.

გიორგი ამილახვარი პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

გიორგი ამილახვარი - მინისტრის საათი

გიორგი ამილახვარი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

გიორგი ამილახვარი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე

გიორგი ამილახვარი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილებიდან „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. 

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/65/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  25.05.2021. N07-3/66/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/64/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოქმნილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/67/10. 

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/186/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხში ცვლილებებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.02.2022. N07-3/166/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საერთო სასამართლოების სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/149/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.

______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტებისთვის გადავადდეს ადრეული/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა. კანონპროექტის მიღების შედეგად დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, 2030 წლის 1 იანვრამდე, დადგინდება გარდამავალი პერიოდი. დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 17.11.2021. N07-3/123/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს პირის მიერ სხვა პირისთვის გადაცემულ ნივთზე იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/69/10.

_____________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.

_____________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი,  რომლითაც დგინდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხის ახლებური მოწესრიგება, რაც გამომდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/94/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/95/10.

_____________________________

დეპუტატი არის  კანონპროექტის თანაინიციატორი, რომელიც ითვალისწინებს,  2021 წლის პირველი აგვისტოდან  დაფინანსება აღუდგეთ იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უარი თქვეს  საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 30.06.2021, N07-3/93/10

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ ნივთზე იმ შემთხვევაში თუ გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.06.2021. N07-3/69/10.

_________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინოს სასამართლოს.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/44/10.

_________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ პირს უფლება ჰქონდეს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში. კანონპროექტით ასევე იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა. ამასთან, ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 19.05.2021. N07-3/56/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური ან კონფიდენციალური შეტყობინების საფუძველზე მოხდა და ამოღებულ იქნა უკანონო ნივთი, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია. კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/55/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სკოლებს მიენიჭოთუფლებამოსილება მოსწავლეს შეუჩერონ სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში

ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 12.02.2021. N07-3/32/10.

 __________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნავლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორისგაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

____________________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

 

__________________________________________________________________________

 

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

___________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________

გიორგი ამილახვარმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

__________________

გიორგი ამილახვარმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________

გიორგი ამილახვარმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_____________________

გიორგი ამილახვარმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

გიორგი ამილახვარი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1984-01-01

დეპუტატი
პარტიის ლოგო