ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,რადიოფიზიკა და ელექტრონიკა. სპეც-რადიომზომელობა, 1981

 

სამუშაო გამოცდილება

  • თსუ მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 2018 - დღემდე
  • საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, 2017 - დღემდე
  • საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, 2016 - დღემდე
  • თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 2014 – 2017
  • შპს "სტერეო+" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2014 – 2020
  • NASA "გოდდარდის" ფრენის ცენტრი ახალი დაბალი ორბიტის სატელიტი, 2011 – 2012
  • ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტი EGLE თანაავტორი, 2004 – 2008
  • საერთაშორისო ორბიტალური სადგური (ISS) პროექტი lazio sirad თანაავტორი, 2003 – 2004
  • შპს "სტერეო+" დირექტორი, 2002 – 2014
  • იტალიის კოსმოსური სააგენტო, პროექტის Esperia, მთავარი მეცნიერ მუშაკი, 2000 – 2003
  • ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, 1998 – 2003
  • შპს ტელეკომპანია "1 სტერეო" გენერალური დირექტორი, 1997 – 2013
  • სეისმური სამსახურის უფროსი, 1995 – 2006
  • რომის უნივერსიტეტის პროფესორი, 1994 – 2006
  • ტოკიოს უნივერსიტეტი JISTEC AWARD მოგის ლაბორატორია მეცნიერ მუშაკი, პროფესორი ჰონალა, 1992 – 1993
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - მთავარი ინჟინერი, 1990 – 1995
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - ჯგუფის უფროსი, 1987 – 1990
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - ჯგუფის უფროსი, 1982 – 1987
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - უფროსი ინჟინერი, 1982 – 1982
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - ინჟინერი, 1981 – 1982
  • გეოფიზიკის ინსტიტუტის საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია - უფროსი ტექნიკოსი, 1981 - 1981

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები", წევრი 01.06.2021-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 21.06.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 14.06.2021-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 14.06.2021 - 21.06.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 16.03.2021 - 14.06.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 15.02.2021 - 14.06.2021
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 05.01.2021 - 16.03.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 05.01.2021 - 15.02.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 22.01.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.03.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

29.03.2022 - დავით ზილფიმიანმა ისაუბრა საქართველოს ევროკაშირში გაწევრიანების შესაძლო სცენარზე და ამით გამოწვეულ შედეგებზე

15.03.2022 - დავით ზილფიმიანს მიაჩნია, რომ ნიშნისმოგებით ერთმანეთთან საუბარის დრო არ არის და მთავარია რომ საერთო მიზანი იქნეს მიღწეული

01.03.2022 - დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტების“ სახელით სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ. გარდა ამისა, დეპუტატმა მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ევროკავშირში მიღება დააჩქარონ

01.02.2022 - დეპუტატმა მიზანშეწონილად მიიჩნია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებებში, სავარაუდო წამებულ პატიმრებთან დაკავშირებით

14.12.2021 - დავით ზილფიმიანმა მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი კოალიციური მთავრობის შექმნა

30.11.2021 - დავით ზილფიმიანმა იმედი გამოთქვა, რომ სტერეო პლიუსის დარბევის საქმეზე ძიება დროულად დასრულდება

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და ამით გამოწვეულ პრობლემებზე

02.11.2021 - დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ველიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეოთხე ვადით საქართველოში ისევ დარჩება ქართული ოცნება

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა საარჩევო გარემოზე, ამასთან, გამოემხმაურა ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტიდან გამომდინარე ხელისუფლებისთვის დადგენილი 43 პროცენტიანი ბარიერის საკითხს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია

13.05.2021 - დავით ზილფიმიანმა ისაუბრა ქვეყნის თავდაცვის პოტენციალზე, ადგილობრივი წარმოების გააქტიურებასა და ამორტიზებული ტექნიკის შეკეთების მნიშვნელობაზე. მიაჩნია, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენოს არსებული ინტელექტუალური რესურსი

13.05.2021 - დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ მომსახურების სფეროს გადარჩენისთვის აუცილებელია შეზღუდვების შემსუბუქება. მოუწოდა პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას

დავით ზილფიმიანმა მიიჩნია, რომ მნიშნელოვანია ოპოზიციონერთა წარმომადგენლობის ზრდა პარლამენტში

დავით ზილფიმიანი პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

დავით ზილფიმიანი საარჩევნო რეფორმასა და ოპოზიციის ბოიკოტზე

დავით ზილფიმიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

დავით ზილფიმიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

დავით ზილფიმიანი - საგამოძებო კომისიის შექმნის საკითხი

დავით ზილფიმიანი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივებას.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/187/10.

___________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________

დავით ზილფიმიანმა მხარი არ დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

დავით ზილფიმიანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10.

___________________

დავით ზილფიმიანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

____________________

დავით ზილფიმიანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

დავით ზილფიმიანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

ამჟამინდელი პარტია

ევროპელი სოციალისტები

დაბადების თარიღი

1959-09-14

დეპუტატი
პარტიის ლოგო