ბიოგრაფია

განათლება

  • ლენინგრადის პროფ. ..ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, რადიოკავშირგაბმულობის და რადიომაუწყებლობის ინჟინერი, 1969

 

სამუშაო გამოცდილება

  • მარტვილის საფეხბურთო კლუბმერანის" პრეზიდენტი, 2006 - დღემდე
  • შპსახალი ქსელებისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2005 - დღემდე
  • შპსფოპტნეტისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2004 - დღემდე
  • სსეგრისისსამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მრჩეველი, 2001 – 2008
  • სსეგრისისპრეზიდენტი, 1998 – 2000
  • საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი. 1995 – 1998
  • საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე, მინისტრი, 1992 – 1995
  • სსეგრისისდირექტორი, 1990 – 1994
  • ლენინგრადის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანებაკრასნაია ზარიასელექტრო-ტექნიკურ მოწყობილობათა / ინსტიტუტის თბილისის ფილიალის მთ.ინჟინერი, დირექტორი, 1984 – 1990
  • სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი, 1980 – 1984
  • ლენინგრადის პროფესორ მ.ა. ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელ. ტექნიკური ინსტიტუტი, მუშაკი, 1976 - 1980
  • ლენინგრადის პროფ. ..ბონჩ-ბრუევიჩის სახ. კავშირგაბმულობის ელ. ტექნიკური ინსტიტუტი, ლაბორატორიის გამგე, 1972 – 1976
  • სამხედრო არმიაში სავალდებულო სამსახური, 1970 – 1972
  • ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის ცენტრალური / ინსტიტუტი, ინჟინერი, 1969 – 1970
  • ლენინის სახ.გაერთიანებული საავადმყოფოს სანიტარი, 1963 – 1964
  • გეგეჭკორის -ნის ეპიდსადგურის დერატიზატორი, 1962 - 1963

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“,  თავმჯდომარე
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 30.06.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 14.06.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 11.02.2021 – 14.06.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 05.01.2021 – 07.06.2021
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 05.01.2021 – 11.02.2021
  • დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი 07.06.2002 – 22.04.2004
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 20.03.2002 – 07.06.2002
  • გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი 10.04.2001 – 22.04.2004

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 30.12.2021
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 30.03.2021

  • საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.09.2002 – 22.04.2004

29.03.2022 - ფრიდონ ინჯიამ ისაუბრა მსოფლიოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე და მასთან გასამკლავებლად გააჟღერა ინიციატივა მთავრობასთნ ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ

15.03.2022 - ფრიდონ ინჯიას აქვს ინიციატივა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. მაგალითად იმპორტ-ექსპორტი და სოფლის მეურნეობის განვითარება

15.02.2022 - ფრიდონ ინჯიამ გააკრიტიკა ოპოზიცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების განცხადებები. მიაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე და მოუწოდა ხელისუფლებას არ გახდეს უკრაინის კონფლიქტის მონაწილე

14.12.2021 - ფრიდონ ინჯიამ გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და მისი გათავისუფლება დაუშვებლად მიაჩია. ფიქრობს, რომ დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, პროკურატურამ თაროზე შემოდებული საქმეები განიხილოს

30.11.2021 - ფრიდონ ინჯიამ გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი. მიაჩნია, რომ მისი ქმედებები ქართველ ხალხს აბუჩად იგდებს. ფიქრობს, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების კანონის ჩარჩოებში მოქცევა

16.11.2021 - დეპუტატი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ეს პროცესი მიიჩნია სამართლიანად

02.11.2021 ფრიდონ ინჯიამ მეორე ტური შეაფასა როგორც „ბეწვის ხიდზე გავლა“. იმედი გამოთქვა, რომ ქურდი და დამნაშავე, ქვეყნის მოღალატე იქნება ციხეში

19.10.2021 - დეპუტატმა მიუთითა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ანალოგიურია წინა წლების ბიუჯეტის კანონებთან. ყურადღება გაამახვილა ხალხის ჩართულობის დეფიციტზე დოვლათის შექმნაში

05.10.2021 - ფრიდონ ინჯიამ დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმა და თქვა, რომ იგი კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას. მიიჩნევს, რომ 5 ივლისის მოვლენების გამო დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უსამართლოდ არიან

ფრიდონ ინჯიამ ისაუბრა ევროპელი სოციალისტების საქმიანობაზე „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“

ფრიდონ ინჯიამ მიიჩნია, რომ ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში მნიშვნელოვანია, ხოლო პოლიტიკოსთა იმ ნაწილის მიზანი, რომლებიც ისევ გარეთ რჩებიან მხოლოდ ქვეყნის დანგრევაა

ფრიდონ ინჯია პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

ფრიდონ ინჯია - პოლიტიკური განცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივებას.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/187/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგინდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატურად.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.08.2021, N07-3/101/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, ან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც არის საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 21.07.2021. N07-3/98/10.

__________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

__________________________________________________

დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი. 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________________

ფრიდონ ინჯიამ მხარი არ დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________________

ფრიდონ ინჯიამ  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10.

___________________________

ფრიდონ ინჯიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

__________________________

ფრიდონ ინჯიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოითხოვა კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ 1992-1998 წლებში შემოწმების აქტები.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ფრიდონ ინჯია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

ამჟამინდელი პარტია

ევროპელი სოციალისტები

დაბადების თარიღი

1946-01-05

დეპუტატი
პარტიის ლოგო