ბიოგრაფია

განათლება

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლითონების ფიზიკა, 1994

 

სამუშაო გამოცდილება
  • სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, 2018 - 2020
  • საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2013 - 2018
  • შპს "ქაპ-ჯორჯია". მმართველი პარტნიორი, 2007 - 2018
  • კერძო კომპანიის მმართველი/პარტნიორი; დირექტორი/პარტნიორი, 2005 - 2007
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი, 2003 - 2004
  • შპს "მაგთიკომი". რეგიონალური წარმომადგენელი, 1998 - 2002
  • საბაჟო დეპარტამენტი. ფოთის საბაჟოს უფროსი ინსპექტორი, 1996 - 1997
  • საბაჟო დეპარტამენტი. ფოთის საბაჟოს ინსპექტორი, 1995 - 1996
  • ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინერი, 1994 - 1995

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11-12-2020 - 19-04-2021
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 26.04.2021-დან
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020 – 19.04.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

 

15.03.2022 - ალექსანდრე მოწერელიამ დადებითად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა. ფიქრობს, რომ აუცილებელია აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება

ალექსანდრე მოწერელია პრემიერ მინისტრობის კანდიდატს

ალექსანდრე მოწერელია - მინისტრის საათი

ალექსანდრე მუწერელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ალექსანდრე მოწერელია - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ღია კენჭისყრის გზით.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 14.12.2021. N07-3/141/10.

__________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს რეგისტრირებულ კოოპერატივებს, ადრე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან საკუთარი წესდებებისა და პაის ოდენობის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2021 წლის 1 იანვრამდე მიცემული ვადა გაუხანგრძლივდეთ 2022 წლის 1 იანვრამდე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ 30.12.2020. N07-3/12/10 

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი ბაზის შექმნას. კანონპროექტით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 07.04.2021,N07-3/43/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________

ალექსანდრე მოწერელიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

____________________

ალექსანდრე მოწერელიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

ალექსანდრე მოწერელიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ალექსანდრე მოწერელია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1972-11-16

დეპუტატი
პარტიის ლოგო