ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი, 2012

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, 2019 – 2020
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2019 – 2019
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი, 2018 – 2019
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი, 2017 – 2018
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი, 2017 – 2017
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის კონსულტანტი (I კატეგორია), 2017 – 2017
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია), 2016 – 2016
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი (II კატეგორია), 2014 – 2016
  • სს "ბანკი კონსტანტა" - ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტი, 2014 – 2014
  • სს "პროკრედიტ ბანკი" - მცირე ბიზნესის კლიენტთა მრჩეველი, 2013 - 2014

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 10.06.2021-დან
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 10.06.2021-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 26.04.2021 – 10.06.2021
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 26.04.2021 – 10.06.2021
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 19.04.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020 – 19.04.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

 

21.06.2022 - ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის განცხადებებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის უპირატესობებზე.

07.06.2022 - ბექა ლილუაშვილს უარყოფითად მიაჩნია უმუშევრობისა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. ფიქრობს, რომ საზღვაო კოდექსში ცვლილებებმა დააზიანა ინვესტორის ინტერესები.

24.05.2022 - ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა ფემიციდის შემთხვევებს, რაც უმძიმეს დანაშაულად მიიჩნია. ისაუბრა პრევენციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე

10.05.2022 - ბექა ლილუაშვილმა უარყოფითად შეაფასა ეკონომიკური მდგომარეობა და ქართული ოცნების უარი მათ მიერ დაყენებულ ინიციატივებსა თუ პრობლემების მოგვარების გზებზე

29.03.2033 - ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ რადიკალიზაციაზე. გამოეხმაურა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა

15.03.2022 - ბექა ლილუაშვილმა გააკრიტიკა უმრავლესობა. აღნიშნა, რომ მათ ინიციატივებზე რეაგირება არ მომხდარა ანდა დაუსაბუთებლად იქნა უარყოფილი

01.03.2022 - ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა რუსეთი მიმართ დაწესებულ სანქციებზე და მიიჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის ეს პროცესი იქნება დამანგრეველი

14.12.2021 - ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გაძლიერდნენ თვითმმართველობის არჩევნებში ლეგიტიმაცია მიღებული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ფინანსურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გათანაბრების გზით

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის: სასამართლოს დამოუკიდებლობისა და 2021 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე

02.11.2021 - ბექა ლილუაშვილმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მიაჩნია, რომ მათი არცერთი ინიციატივა რომელიც მოაგვარებდა სოციალურ პრობლემებს ბიუჯეტში არ ასახულა

13.05.2021 - ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა ქართული ოცნების მიერ მათი გუნდის მხარდამჭერები შევიწროვების ფაქტებს. კრიტიკულად შეაფასა 500 მილიონიანი „განახლებული რეგიონების“ პროექტი

ბექა ლილუაშვილმა მიიჩნია, რომ ოპოზიციის ნაწილის შემოსვლა პარლამენტში მისასალმებელია. ასევე, ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ეკონომიკურ და პანდემიით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებზე

ბექა ლილუაშვილი - მინისტრის საათი

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში მცხოვრები სხვა სახელმწიფო მოქალაქისთვის, რომელიც სარგებლობს თანამემამულის სტატუსით საქართველოში უვიზოდ დარჩენის უფლების ვადის გახანგრძლივებას. 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/223/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს უცხოეთში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საშეღავათო პირობის გაზრდას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 09.06.2022. N07-3/222/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს მომსახურებებისა და უცხოეთში საქართველოს საკონსულოების მიერ იგივე მომსახურებაზე გაწეული ღირებულებების გათანაბრებას.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2022. N07-3/221/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობის აუცილებლობას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07.07.2021. N07-3/96/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ღია კენჭისყრის გზით.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 14.12.2021. N07-3/141/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პოლიტიკურ პარტიაზე გაიცეს სახელმწიფოს დაფინანსება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 14.12.2021. N07-3/143/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სოციალური შემწეობის ინდექსირებულ, ყოველწლიურ ზრდას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.02.2022. N07-3/165/10.

_________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

_______________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე  მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  09.02.2021. N07-3/29/10

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია, პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის გადასახადების გადახდის გადავადება, დავის განმხილველი ორგანოებისთვის საჩივრების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვება და საბაჟო პროცედურების გამარტივება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  27.12.2020. N07-3/7/10

 ________________________________

 დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________________

ბექა ლილუაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

____________________________

ბექა ლილუაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________________

ბექა ლილუაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_________________________

ბექა ლილუაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს წარმოადგინოს თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა საზოგადოებრივ საქმიანობაში სამთავრობო პროგრამით 2022 წლის 17 თებერვლიდან დღემდე და მათი სახელფასო ანაზღაურების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რამდენმა პირმა მოითხოვა, მიიღო, დათმო ან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის მოწმობა 2021-2022 წლებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საქართველოს მთავრობას პროგრამა „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ ფინანსური დასაბუთება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საქართველოს მთავრობას წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის შემუშავების შესახებ ანგარიში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა პრემიერ მინისტრს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მისი ინიციატივის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მიმართა მუნიციპალიტეტებს კითხვარით, რომლის მიზანია სახელმწიფო ბიზნეს სერვისების მიწოდების არხების შესაძლო გაუმჯობესების ღონისძიებების გამოვლენა და განხორციელება.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2020

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

ბექა ლილუაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1991-09-20

დეპუტატი
პარტიის ლოგო