ბიოგრაფია

განათლება

 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2014

 

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ბიზნესომბუცმენი, 2019 – 2020
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი, 2017 – 2019
  • სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2017 – 2017
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, 2016 – 2017
  • ეკონომიკური საბჭოს აპარატის სამართლებრივი მრჩეველი, 2015 – 2016
  • ღვინაძე და პარტნიორებისიურისტი, 2011 – 2015
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, 2010 - 2011

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 20.07.2021-დან
  • თავდაცვისა და უშიშროები კომიტეტი, წევრი 20.07.2021-29.03.2022
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 26.04.2021 – 20.07.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 26.04.2021 – 10.06.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 23.12.2020 – 19.04.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 23.12.2020 – 19.04.2021
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 23.12.2020

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

29.03.2022 - მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს დამოკიდებულებაზე ომის შედეგებთან. გარდა ამისა, გამოეხმაურა ეკონომიკურ პრობლემებს და სთხოვა მთავრობას კონკრეტული გეგმა მასთან გასამკლავებლად

15.03.2022 - მიხეილ დაუშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია კონკრეტული გეგმისა და ნაბიჯების არსებობა ევროინტეგრაციასთან მიმართებაში

01.02.2022 - დეპუტატმა მიუთითა მოქალაქეთა კონკრეტულ პრობლემებზე. ამასთან, ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე

15.02.2022 - მიხეილ დაუშვილმა გააკრიტიკა ქართული ოცნება მუნიციპალიტეტებში შექმნილი კრიზისის გამო. ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე.

14.12.2021 - მიხეილ დაუშვილმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი აქტი

16.11.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე და მიუთითა პოლარიზაციის ნეგატიურ როლზე ამ პროცესში

02.11.2021 - მიხეილ დაუშვილმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციური პარტნიორები არიან

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა კოვიდ პანდემიის სიმწვავეზე. ასევე, გამოეხმაურა ინფლაციისა და უმუშევრობის პრობლემებს

05.10.2021 - მიხეილ დაუშვილმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები. აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციური პარტნიორები არიან

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და მიუთითა ზეწოლის მეთოდებზე, რომელსაც მისი თქმით მმართველი პარტია ახორციელებს პარტია „საქართველოსთვის“ მიმართ. ამასთან, ხაზი გაუსვა კოვიდ პანმდემიის მართვის პრობლემურობას

მიხეილ დაუშვილმა მიიჩნია, რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მექანიზმი კერძო სექტორის გაძლიერებაა

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 08.07.2021. N07-3/97/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობის აუცილებლობას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07.07.2021. N07-3/96/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პოლიტიკურ პარტიაზე გაიცეს სახელმწიფოს დაფინანსება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 14.12.2021. N07-3/143/10.

_____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სოციალური შემწეობის ინდექსირებულ, ყოველწლიურ ზრდას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.02.2022. N07-3/165/10.

_____________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

____________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას იმ ცვლილებებთან, რომლითაც გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები ახლებურად განისაზღვრა.  

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი  13.09.2021, N07-3/108/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/50/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე. 

„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

 ___________________________________________________________________________

დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10

 ____________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე  მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  09.02.2021. N07-3/29/10

 _________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

 _________________________________________________________________

 დეპუტატი ითხოვს შრომის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პაკეტი, 23.12.2020. N07-3/11/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

____________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

____________________

მიხეილ დაუშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

____________________

მიხეილ დაუშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

______________________

მიხეილ დაუშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

მიხეილ დაუშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1990-12-14

დეპუტატი
პარტიის ლოგო