ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 2013
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, 2011

 

სამუშაო გამოცდილება 

  • პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, 2020 – 2020
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ად.უფლებათა სამდივნოს უფროსი, 2020 – 2020
  • შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 2018 -2020
  • შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2017 – 2018
  • ეკონომიური და მდგრადი განვითარების სამინისტრო,პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, 2017 – 2017
  • სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი, 2015 – 2017
  • ნიუ-ვიჟენუნივერსიტეტი,პროფესორის ასისტენტი, 2014 - დღემდე
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 2014 – 2015
  • იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი, 2012 – 2014
  • სახალხო დამცველის აპარატი,მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტიი, 2011 – 2012
  • სსპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,აკრედიტაციის ექსპერტი, 2011 – 2011
  • სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკანტი, 2009 - 2010

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 28.05.2021-დან
  • ფრაქციაქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020 – 19.04.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 13.07.2021-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 13.07.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 28.04.2021 – 14.06.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 28.04.2021 – 10.06.2021
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 18.03.2021 – 19.04.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 – 19.04.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.05.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 22.01.2021 – 27.05.2021
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021 – 09.06.2021

29.03.2022 - ანა ბუჩუკურმა ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე განხორციელებული პოლიტიკური დევნის მაგალითებზე

15.03.2022 - ანა ბუჩუკურს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი არღვევს კონსტიტუციას. ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა სამართლიანი იყო. აუცილებელია ინტეგრაციისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შექმნა

15.02.2022 - ანა ბუჩუკურმა ისაუბრა მათი მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებაზე. პოზიტიურად შეაფასა წალენჯიხაში მათი გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებები

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა ცალკეულ ადგილობრივ თვითმმართველობებში განაწილებულ თანამდებობებზე, გადა ამისა, მიზანშეწონილად მიიჩნია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა

14.12.2021 - ანა ბუჩუკურს მიაჩნია, რომ ტყუილია, თითქოს არ არსებობს კონკრეტული პრობლემური საკითხები სასამართლოსთან დაკავშირებით. თვლის, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა

02.11.2021 - ანა ბუჩუკურმა უარყოფითად შეაფასა ის, რომ მისი გუნდის დაინიცირებული არც ერთი კანონპროექტი ამ დრომდე არაა განხილული. მიიჩნევს, რომ სახალხო ბიუჯეტირების მოდელის შემოღება აუცილებელია.

05.10.2021 - ანა ბუჩუკურმა მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩეველს და ისაუბრა მათზე ზეწოლის ფაქტებზე

08.06.2021 - ანა ბუჩუკურმა ნეგატიურად შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადებები გიორგი გახარიას, მოქმედი პოლიციელებისა და ჯარისკაცების შესახებ, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები

ანა ბუჩუკური - მინისტრის საათი

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები გახდნენ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ოდენობის თანხის განკარგვაში.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ" 08.07.2021. N07-3/97/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობის აუცილებლობას.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 07.07.2021. N07-3/96/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ღია კენჭისყრის გზით.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ" 14.12.2021. N07-3/141/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს პოლიტიკურ პარტიაზე გაიცეს სახელმწიფოს დაფინანსება როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 14.12.2021. N07-3/143/10.

_________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის" დამტკიცების შესახებ" N07-3/181/10. 22.03.2022.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სოციალური შემწეობის ინდექსირებულ, ყოველწლიურ ზრდას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

„სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" 08.02.2022. N07-3/165/10.

_________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ" რეზოლუციის პროექტი, 21.12.2021. N07-3/146/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. კერძოდ იმგვარად, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა შეძლოს ყველა არასრულწლოვანმა განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 19.05.2021. N07-3/50/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" 24.03.2021. N07-3/42/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე.

„აღსრულების კოდექსი," საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.

„მეწარმეთა შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 09.02.2021. N07-3/29/10

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ექსპლუატაციაში იქნეს მიღებული კანონის დარღვევით აშენებული ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. განმარტებით ბარათში აღნიშნილია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომავალში ახალი მშენებლობების მიმართ გამკაცრდება რეგულაციები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებების პაკეტი, 24.02.2021. N07-3/36/10.

 

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________

ანა ბუჩუკურმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.

_____________________

ანა ბუჩუკურმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_____________________

ანა ბუჩუკურმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პროექტს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.

_____________________

ანა ბუჩუკურმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი" 24.03.2021, N07-3/41/10.

 

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა უწყებას კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან დიდი შვიდეულის შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს უწყების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუის“ დავაზე განხორციელებული კორესპონდენციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა პრემიერ-მინისტრს წარმოადგინოს ანგარიში ევროკავშირში გასაწევრიანებლად კითხვარის შევსების მდგომარეობის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის საფუძველზე ვალდებულების შესრულების ანგარიში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა საართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის, 24 იანვრის და 31 იანვრის სხდომათა დღის წესრიგების წარმოადგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დაიწყო თუ არა გამოძიება გიორგი გახარიას შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შესწავლის მიზნით და რა საგამოძიებო ნაბიჯები გადაიდგა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც შეეხება პანდემიის მართვის ქართული მოდელის კვლევას.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და როდის წარმოადგენს მას მთავრობა პარლამენტში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა განმეორებით მოითხოვა საერთო სასამართლოების მოსამართლეებისა და მათი სპეციალიზაციის შესახებ სრულყოფილი მონაცემების მიწოდება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა კიდევ ერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა მოსამართლეთა სპეციალიზაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ანა ბუჩუკური

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1990-04-05

დეპუტატი
პარტიის ლოგო