ბიოგრაფია

განათლება

  • ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, სამართლის მაგისტრი, 2013
  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, სამართლის მაგისტრი, 2007
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, 2007

 

სამუშაო გამოცდილება
  • „ლელო საქართველოსთვის“, 2019 - დღემდე
  • საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, 2018 - 2018
  • საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი, 2018 - დღემდე
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2013 - 2017
  • ეუთოს ოფისი, 2013 - 2013
  • სამართლის კლინიკა, დერბანის უნივერსიტეტი, 2008 - 2009
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2008 - 2010
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მე-19 მუხლი“, 2007 - 2008

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 25.02.2022-დან
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.12.2021-24.02.2022
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.05.2021 – 26.11.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 12.04.2022-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 07.03.2022-დან
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი 29.12.2021-24.02.2022
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 26.11.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 28.05.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 23.07.2021-დან
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 23.07.2021-დან
  • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 20.07.2021-დან
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021

 

 

29.03.2022 - ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთიანობის აუცილებლობაზე

15.03.2022 - ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეების წუხილები და პრობლემების განხილვა სამუშაო ფორმატში უდნა ხდებოდეს. ფიქრობს, რომ განაცხადთან ერთად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები

14.12.2021 - ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას დაეხმარონ დატყვევებულ მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის გამო. აღნიშნა, რომ არსებობს სასამართლო რეფორმის კონკრეტული ხედვა

30.11.2021 - ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არალეგიტიმურია და სასამართლო რეფორმა აუცილებელია. უარყოფითად აფასებს პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივების განხილვის გაჭიანურებას

05.10.2021 - ანა ნაცვლიშვილმა უარყოფითად შეაფასა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ისაუბრა დაფიქსირებულ დარღვევებზე

07.09.2021 - დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც უფლება აქვს პარლამენტი დაასვენოს

08.06.2021 - ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელზე საქართველოში. ისაუბრა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე და შუქრუთის მაცხოვრებელთა პრობლემებზე

13.05.2021 - ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა სახლში უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის ფაქტს. მიიჩნევს, რომ პანდემიის მართვაში პარლამენტი აქტიურად უნდა ჩაერთოს

ანა ნაცვლიშვილმა მიიჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთაშორისო წარმომადგენლობის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერა არის სახელმწიფოებრივი ნაბიჯი

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მთავრობისთვის გადაცემული დროებითი უფლებამოსილება დაადგინოს კარანტინის და იზოლაციის წესები შეწყდეს 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2022 წლის ივლისში.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 11.05.2022. N07-3/208/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  რუსეთის ფედერაციის აგრესიის განდიდებას, გამართლებას ან მხარდაჭერას გამოხატვის ნებისმიერი საშუალებით და ფორმით, მათ შორის, აგრესიის სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრირების გზით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.04.2022. N07-3/197/10.

_______________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/184/10.

_____________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისა და ხსენებული შეჭრის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ომის დანაშაულების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შეფასება. 

„უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი, 07.04.2022. N07-3/191/10.

_____________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.01.2022. 07-3/157/10.

_____________________________

დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ 25.01.2022. 07-3/158/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.

____________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დაადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის ახალ წესსა და პროცედურას, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციისთვის. წინამდებარე კანონპროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ შესრულდეს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მოთხოვნები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 19.05.2021. N07-3/51/10.

____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანასთა მინისტრს წარმოადგინოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის მაჩვენებელი. აგრეთვე, რა ნაბიჯებს დგამს, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების არიდებისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, რა ზომები გაატარა საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გზად.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები გაატარა და რა გეგმების აქვს უწყებაში დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, აგრეთვე, პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების პრევენციისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები გაატარა და რა გეგმების აქვს იძულებით ჩვენების მიცემის პრევენციისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ როგორ რეაგირებს პროკურატურა აუდიტის მიერ 2016-2022 წლებში პროკურატურისთვის გადაგზავნილ საქმეებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 2016-2021 წლებში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ ინფორმაციით. კონკრეტულად, აქვს თუ არა ვინმეს წარდგენილი ბრალი, რა სახის საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ხორციელ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატისთვის სალიცენზიო პირობების დაცვაზე კონტროლის გაწევის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ღონისძიებები გატარდა და/ან იგეგმება შსს-ს მიერ, რათა საქართველოს სახალხო დამცველმა შეძლოს, კონსტიტუციური მანდატის შესაბამისად, მონიტორინგის დაუყოვნებლივ განხორციელება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. ადრესატი: შინაგან საქმეთა მინისტრ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თბილისში 5-6 ივლისს მიმდინარე ძალადობრივი მოვლენების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობით. კონკრეტულად, რამდენი პოლიციელი იყო ჩართული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთაში. აგრეთვე, მოცემულ პერიოდში ჩადენილი სამართალდარღვევ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ეტაპზეა გამოძიებისა თუ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესი იმ პირების მიმართ, რომლებმაც 5-6 ივლისს განახორციელეს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლა და სხვადასხვა დანაშაულები. ადრესატი: თბილისის პროკურატურა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა კორონავირუსით სიკვდიალიანობის შემთხვევების შემცირების უზრუნველსაყოფად, ხდება თუ არა გარდაცვალების შემთხვევების ინდივიდუალური კვლევა და ანალიზი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ფარცხანაყანებსა და კოპიტნართან 125ჰა-ზე მდებარე ფერმის მშენებლობის დაფინანსების წყაროსა და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2017-2021 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა საქმიანობა განახორციელა შსს-მ საარჩევნო უბანზე 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის აკრძალვის აღსრულებისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შეისწავლა თუ არა კულტურის სამინისტრომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომები და რა იგეგმება არსებული მძიმე რეალობის გამოსასწორებლად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის შერჩეული უცხოელი ექსპერტების ვინაობითა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2021 წელს 5-6 ივლისის მოვლენებში რამდენი პოლიციელი იყო ჩართული ძალადობის აღკვეთის მიზნით და რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა სამართლებრივი აქტ(ებ)ის წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ნაბიჯები იდგმება სამინისტროს მიერ კონსტიტუციით მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) უზრუნველსაყოფად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით რამდენი პირი იხდის სასჯელს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ბორჯომისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში რომელი სამსახურია პასუხისმგებელი საფეხმავლო გზებისა და პარკებისგან ყინულის გაწმენდაზე. აგრეთვე, მოითხოვა მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ სამართლებრივი აქტების შესახებ ინფორმაციით, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტებში გარე ვაჭრობის ნებართვის მისაღებად პროცედურებს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი მოვლენების შეკავების მიზნით ჩართული პოლიციელების რაოდენობით, მათ მიერ მიღებული დაზიანებებისა და ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგეს 2021 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ევროპის კავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენმა დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი და რამდენია მოლოდინის რეჟიმში. აგრეთვე, რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მათი დაკმაყოფილების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა უზრუნველყო თუ არა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბაკურიანში, ბორჯომსა და ლიკანში თოვლის გაწმენდითი სამუშაოები და მარილის მოყრა.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ანა ნაცვლიშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ლელო საქართველოსთვის

ამჟამინდელი პარტია

ლელო საქართველოსთვის

დაბადების თარიღი

1984-12-31

დეპუტატი
პარტიის ლოგო