ბიოგრაფია

განათლება


  • ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგია, 1991

 

სამუშაო გამოცდილება


  • ბახმაროსა და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის დამფუძნებელი, 2017 - დღემდე
  • დემოკრატიული აუდიტის ცენტრის დამფუძნებელი, 2016 - დღემდე
  • . ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის საბჭოს აღმასრულებელი წევრი, 2007 - 2007
  • აჭარაში დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, 2004 - 2004
  • კავშირითბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისდამფუძნებელი და დირექტორი, 1999 - დღემდე
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1999 – 2002
  • აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, 1994 – 1995
  • აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, 1993 – 1993
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1992 - 1997

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 24.02.2022-დან
  • ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი 13.12.2021- 24.02.2022
  • ფრაქცია „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი 13.05.2021 - 26.11.2021
  • ფრაქცია „თანადგომა", წევრი 29.10.2001 - 22.04.2004
  • ფრაქცია „თანადგომა", წევრი 15.10.2001 - 29.10.2001
  • ფრაქცია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი 20.11.1999 - 15.10.2001
  • ფრაქცია "მამული", წევრი 15.09.1997 - 20.11.1999
  • ფრაქცია „აღორძინება", მდივანი 25.11.1995 - 15.09.1997
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 29.03.2022-დან
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 29.12.2021 - 24.02.2022
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 29.12.2021 -  24.02.2022
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 02.12.2021 - 13.12.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 28.05.2021 - 26.11.2021
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 13.05.2021 - 26.11.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 - 28.05.2021
  • იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი 20.03.2002 - 22.04.2004
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 07.12.1999 - 22.04.2004
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 12.11.1997 - 20.11.1999
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 12.12.1995 - 15.09.1997
  • საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი 12.12.1995 - 15.09.1997

 

დელეგაციები/საბჭოები

 

  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 - 30.12.2021
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 - 30.12.2021
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.06.2000 - 22.04.2004
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბლეა სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.01.2000 - 30.06.2000
  • რუსეთი, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 12.12.1997 - 20.11.1999

 

 

 

22.06.2022 - არმაზ ახვლედიანი უარყოფითად აფასებს სამშენებლო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც ბათუმის მერს ენიჭება მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდის უფლება.

21.06.2022 - არმაზ ახვლედიანმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისკენ, რათა მიღწეულ იქნეს ევროკომისიის რეკომენდაციები.

07.06.2022 - არმაზ ახვლედიანმა დადებითად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ბრატისლავაში, თუმცა, მაინც ჰქონდა კრიტიკული შეკითხვები. უარყოფითად აფასებს ლევან ბერძენიშვილის დაგმობას.

24.05.2022 - არმაზ ახვლედიანმა ხელისუფლებას დაუსვა კითხვა თუ რატომ ოცნებობს ყველა ქართველი ქვეყნის დატოვებაზე. გარდა ამისა, ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაზე და მიიჩნია ის პოლიტიზირებულად

10.05.2022 - არმაზ ახვლედიანი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ჯგუფი იმ მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ, რომელზე საუბარსაც სხვა ფორმატებში პარლამენტარები ვერ ახერხებენ

26.04.2022 - არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და ამ მიმართულებით საქართველოს გამოწვევებზე, პარალელები გაავლო უახლოესი ისტორიიდან. დეპუტატმა აუცილებლად მიიჩნია რეფორმების გატარება სხვადასხვა მიმართულებით

12.04.2022 - არმაზ ახვლედიანს მიაჩნია, რომ 9 მაისი საქართველოში არ უნდა აღინიშნოს. ევროინტეგრაციისთვის საჭიროდ თვლის რომ მნიშვნელოვანია რეალური რეფორმების სწრაფად დაიწყოს

29.03.2022 - არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა ქართული პოლიტიკის მიმართ არსებულ გაუცხოებაზე, რის მიზეზადაც სიმართლის დაკარგვა დაასახელა

15.03.2022 - არმაზ ახვლედიანს მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები

01.03.2022 - არმაზ ახვლედიანმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა

14.12.2021 - არმაზ ახვლედიანს მიაჩნია, რომ პოლარიზების ხარისხი ქვეყანაში კრიტიკულია. მიაჩნია, რომ 22 დეკემბერი უნდა გამოცხადდეს თანხმობის დღედ. მოუწოდებს კოლეგებს შეთანხმებისაკენ

15.02.2022 - არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა ნიკო ჭავჭავაძეზე და დადებითად შეაფასა მისი საქმიანობა. მიაჩნია, რომ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი ქვეყნისთვის არსებითი გადატვირთვაა

30.11.2021 - არმაზ ახვლედიანის აზრით სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მიაჩნია, რომ პრობლემებია სასამართლო სისტემაში

19.10.2021 - დეპუტატმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი პრობლემურად შეაფასა

05.10.2021 - არმაზ ახვლედიანმა მოუწოდა უმრავლესობას არ დაყონ საზოგადოება მათ და სხვის მხარდამჭერებად და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებსაც მალე მოუწევთ ოპოზიციონერების მანტიის მორგება

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობის მიუღებლობაზე

22.06.2021 - არმაზ ახვლედიანმა მიუთითა, რომ ხელისუფლება მიმართულია მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებისკენ და ოპოზიციის პარლამეტში შესვლის მიუხედავად უმრავლესობის მხრიდან თვითნებობა არ სრულდება

08.06.2021 - არმაზ ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური გამოსვლისა და ზოგადად, საქმიანობის დროის ეფექტიანად გამოყენებაზე

13.05.2021 - არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა ბახმაროსა და გომის მთის რეგიონში არსებულ კორუფციაზე, მიწების მიტაცებაზე და მთავრობის უმოქმედობაზე

არმაზ ახვლედიანმა მიიჩნია, რომ როდესაც პოლიტიკაში ადამიანს სხვისი გათვალისწინება არ შეუძლია, უკულტურობაა. განაცხადა, რომ კულტურა არ არის მხოლოდ კინო და მუსიკა

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტების და ამ აქტების შედეგად მომხდარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფას გულისხმობს. 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 06.06.2022. N07-3/216/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.

________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

________________________

დეპუტატმა  მხარი არ  დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

არმაზ ახვლედიანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის

ამჟამინდელი პარტია

დამოუკიდებელი დეპუტატები

დაბადების თარიღი

1970-01-18

დეპუტატი
პარტიის ლოგო