ბიოგრაფია

განათლება
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, 1980
 
სამუშაო გამოცდილება
  • მპგ „თავისუფალი დემოკრატები“. წევრი, თავმჯდომარე, 2009 - 2020
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ადვიკატი, 1996 - 2012
  • საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, 1992 - 1994
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მოხალისე მებრძოლი აფხაზეთის რეგიონში, 1992 - 1993
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლაბორანტი, 1981 - 1983
  • მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ასპირანტი, 1976 - 1976

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
  • უფრაქციო პარლამენტის წევრი 24.02.2022-დან
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.12.2021-დან
  • ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, წევრი 13.05.2021 – 26.11.2021
  • ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, მდივანი 01.04.2015 – 18.11.2016
  • ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, წევრი 11.11.2014 – 01.04.2015
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 21.10.2012 – 11.11.2014
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი 15.03.2022-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 29.12.2021 - 24.02.2022
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 31.05.2021 - 26.11.2021
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 31.05.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 12.02.2015 – 18.11.2016
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი 11.12.2014 – 12.02.2015
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 11.11.2014 – 18.11.2016
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 22.10.2012 – 11.11.2014

 

დელეგაციები/საბჭოები

  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 21.11.2012 – 04.03.2015

 

15.03.2022 - შალვა შავგულიძემ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და გააკრიტიკა მმართველი პარტიის პოზიციონირება. ითხოვა მისი ინიცირებული კანონპროექტის დროულად განხილვა

07.09.2021 - დეპუტატმა ისაუბრა 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიაზე, როგორც მისთვის მიუღებელ კანონპროქტზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 30.03.2022. N07-3/184/10.

____________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, 16.06.2021. N07-3/77/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თანამდებობის პირის ან მოხელის მიერ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელშეშლის კრიმინალიზებას. 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.03.2022. N07-3/174/10.

____________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეროვნული და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.01.2022. 07-3/157/10.

___________________________________

დეპუტატატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ 25.01.2022. 07-3/158/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

 

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

შალვა შავგულიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის

ამჟამინდელი პარტია

დამოუკიდებელი დეპუტატები

დაბადების თარიღი

1957-10-28

დეპუტატი
პარტიის ლოგო