ბიოგრაფია

განათლება

  • კინგს კოლეჯი ლონდონი, საერთაშორისო უსაფრთხოება და სტრატეგია, 2016
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია - კავკასიის ქვეყნების რეგიონის რეფერენტი, 2002
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, 2000


სამუშაო გამოცდილება

  • რადიოკომერსანტისკონსულტანტი, 2020 - 2020
  • თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2020 - დღემდე
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ლექტორი, პროექტის დირექტორი, 2019 - დღემდე
  • საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2017 - დღემდე
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი, მდივნის მოადგილე, 2014 – 2018
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მიწვეული ლექტორი, 2014 - 2015
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო, პროექტის მკვლევარი, 2013 - 2014
  • საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, გამგეობის თავმჯდომარე, 2011-2013
  • „თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო“, პროექტის კოორდინატორი, 2008 - 2010
  • საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია, პროექტის მენეჯერი, 2008 - 2012
  • საქართველოს პარლამენტის ფრაქციამემარჯვენე ოპოზიციისმოწვეული სპეციალისტი, 2005 – 2008
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო, დამფუძნებელი, 2005 - დღემდე
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, 2002 – 2005

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“, წევრი 17.12.2021-დან
  • ფრაქციარეფორმების ჯგუფი“, წევრი 25.10.2021 – 26.11.2021
  • ფრაქციაშარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, წევრი 03.06.2021 – 25.10.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 14-02-2022-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 29.12.2021- 14-02-2022
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 29.12.2021-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 06.12.2021 – 17.12.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 22.06.2021 – 26.11.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 10.06.2021-26.11.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 10.06.2021 – 22.06.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 07.06.2021 – 10.06.2021
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 10.06.2021
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 13.05.2021 – 07.06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.05.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 31.05.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 30.12.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021 – 30.12.2021

29.03.2022 - თეონა აქუბარდიამ ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, გამოეხმაურა „კონსერვატიული პარტიის“ მიერ რეგიონებში ოფისების გახსნის ფაქტს და მათი ქმედებები შეაფასა ის, როგორც ომის პროპაგანდისტი, ღიად პრორუსული ძალა

15.03.2022 - თეონა აქუბარდიამ მოუწოდა უმრავლესობას მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. მიაჩნია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს პარლამენტში და გაიწეროს კონკრეტული გეგმა

01.03.2022 - თეონა აქუბარდიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს და გაავლო პარალელები 2008 წლის ომთან. ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე

15.02.2022 - თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის დემოკრატიისთვის არის მართლმსაჯულება. მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დასჯაა

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის სიმწვავესა და ამით გამოწვეულ პრობლემებზე; გამოეხმაურა სერგეი ლავროვის გამოსვლას საქართველოსთან მიმართებით

08.06.2021 - თეონა აქუბარდიამ ისაუბრა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე, შუქრუთელების პროტესტზე და მათი დახმარების საჭიროებაზე

13.05.2021 - თეონა აქუბარდიამ ისაუბრა თავდაცვის უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, სავალდებულო სამსახურის რეფორმირებაზე და რეზერვის სამსახურის საკითხებზე

14.12.2021 - თეონა აქუბარდიამ მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს გააქტიურონ ძალისხმევა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქეების დასახმარებლად. მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა გატარდეს ქმედითი პოლიტიკა

30.11.2021 - თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ ხელისუფლება 5-6 ივლისის მოვლენებიდან მოყოლებული უპირისპირდება კრიტიკულ მედიას. აუცილებელია მედიისთვის ხელშეშლის ფაქტების გამოძიება

02.11.2021 - თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო გაშვებული შესაძლებლობა. ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა

19.10.2021 - დეპუტატმა ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე და ხაზი გაუსვა მის სიმწვავეს

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის და  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციების შემცირებას.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 20.05.2021. N07-3/58/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას სს „ლიბერთი ბანკისთვის“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/60/10.

_____________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაისის ნაცვლად 8 მაისი აღინიშნოს.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/194/10.

_____________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებებსა და ინტიმური პარტნიორის ცნების შემოღებას.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 23.02.2022. N07-3/172/10.

_____________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის ნიშნად სასამართლო რეფორმის დაწყებას. ეს ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობას, ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესში, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის შემოღებას, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესში ცვლილებებს და სხვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 01.12.2021. 07-3/130/10.

__________________________

დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის არანაკლებ 2 წევრს ჰქონდეს უფლება რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით, გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა, შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ამდენად, დაშლილი ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებსაც ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფები.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 01.12.2021. N07-3/129/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2019 წლის 19-21 ივნისს ქალაქ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერასა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 23.06.2021. N07-3/89/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ხელმძღვანელს (რექტორს), ნაცვლად აკადემიური საბჭოსა, აირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით. ამასთან კანონპროექტით მოთხოვნილია, რომ  ხელმძღვანელი (რექტორი) არ შეიძლება იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 02.06.2021. N07-3/70/10.

___________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირები რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კანონპროექტს საფუძვლად 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება უდევს.

„ამნისტიის შესახებ“ 20.04.2021. N07-3/48/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

 

დეპუტატი დაინტერესდა რამდენი და რა მარკის სპორტული და სანადირო პნევმატური იარაღებია რეგისტრირებული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ნატოს მორიგი სამიტისთვის საქართველოს სამოქმედო გეგმითა და გაწეული სამუშაოთი. აგრეთვე, მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია თუ რამდენი პროცენტია შესრულებული დღეის მონაცემებით ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სუს-ის უფროსს ინფორმაცია თუ რატომ არ აქვს მას მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლება.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად ხელმისაწვდომია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამწვევი კომისიებისთვის შშმ პირების ბაზა და რა ხედვა აქვს უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შერიგების მინისტრს თუ რატომ ვერ შეხვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს და რა ნაბიჯებს დგამს მისი საკითხის აქტუალიზებისთვის ერგნეთისა და ჟენევის შეხვედრებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020-2021 წლებში სამხედრო მოსამსახურეთა თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის ფაქტების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების ჯგუფურად გატაცების საფუძვლით რამდენჯერ დაიწყო გამოძიება.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა თანხა შევიდა 2021 წლის მანძილზე დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით 300-დან 500 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებიდან.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პრეზიდენტის მიერ 2022 წლის 14 მარტამდე განხორციელებული და ჩაშლილი საერთაშორისო შეხვედრების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს წარმოადგინოს ანგარიში თუ რას საქმიანობს გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მიწის რეგისტრაციის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სოფლისმეურნეობის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია შეშის ბილეთის გაცემის პროცესთან დაკავშირებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მიწების საკუთრების ფორმის, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ მოქალაქეთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგინოს ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი (ANP) 2022 წლისთვის და 2021 წლის შესრულების ანგარიში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა თანხა გამოიყო და დაიხარჯა ბიუჯეტიდან ციფრული კოვიდ პასპორტის აპლიკაციების - Georgia e-Health და “CovidPass” Georgia-ს შესაქმნელად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ როდის გეგმავს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის კოდექსის პროექტის წარდგენას პარლამენტში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა კორონავირუსით დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით 2021 წლის 16 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს მიწების რეგისტრაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116 სოფელში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სხვადასხვა უწყებას ანგარიში თუ რას საქმიანობს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსასრულებლად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ არ არის 19 მაისს ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი. მოსთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია რას საქმიანობს ნატოს შეხვედრებზე მონაწილეობის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა სხვადასხვა უწყებას ანგარიში თუ რას საქმიანობს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებიას გასათავისუფლებლად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ეტაპზეა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის განახლების პროცესი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე მიმართა იუსტიციის მინისტრს და მოსთხოვა წარმოადგინოს ინფორმაცია მოხვდა თუ არა მოქალაქის საქმე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სარჩელში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების შესრულების ანგარიში. აგრეთვე, რას საქმიანობს უწყება კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენმა სამხედრო თვითმფრინავმა გაიარა გარემონტება და მოდერნიზება. აგრეთვე, რამდენი მფრინავი და ტექნიკური პერსონალი გადამზადდა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა სტადიაშია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის დამტკიცების პროცესი და როდის იგეგმება მისი მიღება.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს ანგარიში თუ რა საქმიანობას ახორციელებს რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. აგრეთვე, წარმოადგინოს 2021 წლის ანგარიშის „საკომუნიკაციო სტრატეგიის“ შესრულების შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა გენერალურ პროკურორს მოსთხოვა წარმოადგინოს ინფორმაცია დაიწყო თუ არა ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და რა ეტაპზეა გამოძიება 2018 წელს ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მოსთხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პრეზიდენტის დაგეგმილი და ჩატარებული ოფიციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ აგრძელებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმიანობას.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ინფორმაცია მიმდინარეობს თუ არა ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილთა მიწის აღიარების საკითხის განხილვა და არის თუ არა აღნიშნული პრობლემის მოგვარებს 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში 2012 წლიდან დღემდე მიგრაციული პროცესების შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, მოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენი ადამიანია 2012-200 წლებში დასაქმებული აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფორმაციით, თუ როგორ უზრუნველყოფს სამინისტრო ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას კორონავირუსთან საბრძოლველად და არსებობს თუ არა ამ მხრივ გაწერილი გეგმა-გრაფიკი. აგრეთვე, დაინტერესდა რამდენად სწორია თავისუფალი ადგილების მოძიების

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ფიზიკური პირი სარგებლობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 3 000 ლარამდე შემოსავლის დაბეგვრის შეღავათით და ჯამურად რა რაოდენობის თანხას შეადგენს აღნიშნული შეღავათი. ადრესატი: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკის კოვიდ მიმღებთა სიაში ჩართვა და ამოღება. აგრეთვე, როგორია კოვიდ მიმღები კლინიკების დაფინანსების მექანიზმი და 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე რომელი კლინიკები იყვნენ ჩა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2012-2021 წლებში რამდენ სკოლაში ჩატარდა ან/და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. აგრეთვე, რომელ სკოლებში ვერ განახლდა სასწავლო პროცესი მიმდინარე სამუშაოების გამო

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა შეუძლიათ თუ არა ვეტერინარულ კლინიკებს გასცენ ფიზიკურ პირებზე (შინაური ცხოველების საჭიროებისთვის ეპილეფსიის სამკურნალოდ) რეცეპტი ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იგეგმება თუ არა სოფელ ხურვალეთში დაზიანებული გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2022 წელს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სოფელ ზარადიაანთკარში 28 დაზიანებული სახლის მდგრადობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დაირღვა თუ არა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი ტვ პირველის მიერ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხურვალეთთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 2022 წელს განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ გაძვირდა გაზის ტარიფი 2022 წლიდან. ახორციელებს თუ არა კომისია აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სწორად აღრიცხვის კონტროლს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სხვადასხვა უბედური შემთხვევის დროს გამოყენებული პნევმატური იარაღი აღრიცხული იყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ლარის კურსის სტაბილურობით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესითა და პენსიების ლიბერთი ბანკში გაცემის საკითხით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტიანობით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფლაციის საკითხით, გარდა ამისა, არსებული მოგების გადასახადის მოდელის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებისა და ქვეყნის საგარეო ვალის მიმართულებებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა დეოკუპაციასთან, მცოცავ ოკუპაციასთან და ანექსიასთან მიმართებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკით; გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხით.

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

თეონა აქუბარდია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“

ამჟამინდელი პარტია

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“

დაბადების თარიღი

1978-10-09

დეპუტატი
პარტიის ლოგო